ლონდონის "ჩელსის” თავდამსხმელს დიდიე დროგბას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში საფრანგეთის "მარსელთან” შეხვედრა არ სურს. "ჩემპიონთა ლიგაში "მარსელის” წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ძნელი იქნება. ამ გუნდს შარშან უკვე შევხდით და ვერ ვიტყვი, რომ იმ მატჩებისგან დადებითი ემოცია მივიღე. საერთოდ კი, ეს კლუბი მომწონს და მარსელსაც ვაღმერთებ. რა თქმა უნდა, 1/4-ფინალში "ბარსელონასა” და "რეალთან” შეხვედრასაც თავს თუ ავარიდებთ კარგი იქნება” – იუწყება დროგბას სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს დროგბა "ჩელსიში” სწორედ "მარსელიდან” გადავიდა.
|