დიდიერ დროგბამ გუშინდელი მატჩის შემდეგ უარყო ჭორები, რომელიც ზაფხულში მის გუნდიდან წასვლას ეხებოდა.
34 წლის ფორვარდმა ბრწყინვალედ ჩაატარა ნაპოლისთან საპასუხო შეხვედრა და გოლის გატანაც შეძლო.
"მართლები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ბოლო მატჩი იქნებოდა ჩემთვის ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ ამბავი გრძელდება," განუცხადა ფრანგულ ტელევიზია Canal+-ს მატჩის შემდეგ. "ვიმედოვნებ, ჩემი თავგადასავალი ჩელსიში კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მაგრამ მე ვერ ვმართავ ჩემს ბედს. უბრალოდ მსურს, რომ კიდევ ბევრი ამგვარი მომენტი გადავიტანო."
დროგბას გუნდიდან წასვლაზე ხმები ჯერ კიდევ იქიდან დადის, როცა ფერნანდო ტორესი გადავიდა არისტოკრატებში 50 მილიონ ფუნტად.
"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. სული პოზიტივით სავსე გვქონდა, ამიტომ დასასრულიც კარგი გამოვიდა"
|