ხოსეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის დამატებით 3 თავისუფალი დღე მისცა. ამით ძალიან კარგად სარგებლობს არგენტინელი ფეხბურთელი. ამ სეზონში იგი კვლავ ბრწყინვალეა და უკვე არც მეტი არც ნაკლები, 42 გოლი დაუგროვდა.
ეს სურათი მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კასტელდეფელსის სანაპიროზე მდებარე პატარა რესტორანში გადაიღო, როდესაც იქ სასადილოდ იყო შესული. როგორც ჩანს, ფოტოგრაფი მისი და, მარია სოლია, რომელმაც შემდეგ ფოტო საკუთარ "ტვიტერზე" ატვირთა.