ვისენტე დელ ბოსკემ ესპანურ Marca-სთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ დავიდ ვილია ევრო-2012-ის დაწყებამდე მოასწრებს მწყობრში ჩადგომას და ჩემპიონატს არ გამოტოვებს. გეცოდინებათ, "ელ გუახემ" გასულ დეკემბერში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მძიმე ტრავმა მიიღო. "ვილიასთან ყოველდღიურ კონტაქტში მყოფ ადამიანებს სჯერათ, რომ ფეხბურთელი ბოლომდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს. მას ბოლო მომენტამდე დაველოდები, რადგან საქმე ეხება ესპანეთის საუკეთესო ფორვარდს. არ დაგვავიწყდეს, რამდენი გოლი აქვს გატანილი "ფურია როხაში", - თქვა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა. ვილიას შედეგიანობა მართლაც ფანტასტიკურია: 51 გოლი გაუტანია ნაკრებში და აქედან, 43 ბოლო - ოთხ წელიწადში.
|