შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » მარტი » 29 » დავიდ ვილიას მეუღლე წიგნს ქმრის მაგივრად წერს
22:10
დავიდ ვილიას მეუღლე წიგნს ქმრის მაგივრად წერს

ესპანელი ფეხბურთელის, დავიდ ვილიას მეუღლე პატრისია გონსალესი, არც ისე დიდი ხანია, რაც წიგნის წერის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდა. დავიდის ცოლმა ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დავიდ ვილიას საიმისო დრო არ აღმოაჩნდა, რომ ერთ-ერთი ესპანელი გამომცემლის (რომელიც ამასთან ერთად ფეხბურთელის მეგობარიცაა) თხოვნა აესრულებინა და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ავტობიოგრაფიული წიგნი დაეწერა.
როგორც ჩანს, ესპანელმა გამომცემელმა კარგად იცოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელის მიერ დაწერილ წიგნს, წესით და რიგით, ბევრი დაინტერსებული მკითხველი გამოუჩნდებოდა. რაც ვერ შეძლო დავიდ ვილიამ, იმ საქმეს ახლა მისი მეუღლე აკეთებს.
პატრისია გონსალესმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება გამომცემლობასთან და ამაწლის შემოდგომაზე, მის მიერ დაწერილი წიგნი მაღაზიების თაროებზე უნდა გამოჩნდეს. პატრისია გონსალესის წიგნის შინაარსი მასსა და მისი მეუღლის ურთიერთობებზე იქნება აგებული. გონსალესი ასევე გაიხსენებს ყველა იმ მნიშვნელოვან გამარჯვებებს, რამაც მის ქმარსა და სრულიად ესპანეთს დიდი აღიარება მოუტანა. დავიდ ვილიას მეუღლეს რამდენად ემარჯვება წერა, ამას სულ მალე გავიგებთ.

კატეგორია: barselona | ნანახია: 692 | დაამატა: lamparda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz