ინგლისური გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულს "ბარსელონა" შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.
კატალონიელები საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ დაცვის ხაზში არსებული გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საპერაციოა ერიკ აბიდალი. ზამთარში "ბარსას" რიგები დატოვა მაქსველმაც. ტრავმირებულია ადრეუ ფონტასი. აღსანიშნავია ისიც, რომ ასაკში შევიდა გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი. ამიტომ "ბლაუგრანა" პუიოლის ღირსეული შემცვლელის ძიებას შეუდგა.
Daiyly Mail-ის ინფორმაციით კატალონიელები "ჩელსის" ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუისის ვარიანტს განიხილავენ. "ბარსელონას" ახალგაზრდა მცველის გადაბირება 35 მილიონი ევრო დაუჯდება. ინგლისური გამოცემიც ცნობით ლუისი და პიკე ერთმანეთს კარგად შეეწყობიან და შესაბამისად ბრაზილიელი მოახერხებს პუიოლის ღირსეულად ჩანაცვლებას.