უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ფერნანდო ტორესის კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტორესს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.
"ფერნანდო თავს გაცილებით კომფორტულად ანდრე ვილაშ-ბოაშის მმართველობისას გრძნობდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ვნახოთ როგორ განვითარდება მდგომარეობა მომავალში. რაც შეეხება ტორესის მიმართ ტურინის "იუვენტუსის" და "რომას" მხრიდან ინტერესს, ეს მხოლოდ ჭორებია. ამ კლუბებთან რაიმე კოკნკრეტული საუბარი არ მქონია", - განაცხადა "ელ ნინიოს" აგენტმა.
|