მთავარი » 2012»მარტი»4 » Daily Star: "მილანი" კვლავ ბალოტელის უმიზნებს
18:55
Daily Star: "მილანი" კვლავ ბალოტელის უმიზნებს
როგორც ბრიტანული წყაროები იტყობინებიან, "მილანი" კვლავ სასოწარკვეთით ცდილობს შეიძინოს "მანჩესტერ სიტის" იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი.
იტალიელი გიგანტები მზად არიან შეეცადონ, 30 მილიონ გირვანქად შეფასებული ახალგაზრდა ფორვარდი შეიძინონ. სავარაუდოდ, "როსონერის" ზაფხულში ალეშანდრო პატო დატოვებს და ფრანგულ "პსჟ"-ს მიაშურებს, "შავ-წითლების" ბოსები კი მის შემცვლელად სწორედ ბალოტელის მოიაზრებენ.
ბალოტელი ამ სეზონში "სიტის" რიგებში უკვე 2-ჯერ გააძევეს მოედნიდან და ჯამში მას 8 მატჩი აქვს გამოტოვებული დისკვალიფიკაციის გამო. სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით, იგი ვერ მოხვდა იტალიის ნაკრების განაცხადში, აშშ-ს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.
ბალოტელის ქმედებებზე ჩეზარე პრანდელიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "როდესაც ბალოტელი მის ხასიათს გამოსწორებს და მოედანზე წესიერად მოქცევას დაიწყებს, მას იტალიის ნაკრებში გამოვიძახებ. მან უკვე ჯამში 8 მატჩი გამოტოვა ინგლისში დისკვალიფიციკაციის გამო, რაც საკმაოდ ბევრია. კარგ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს უნარი, რომ არ აყვეს პროვოკაციას, რაც სამწუხაროდ ბალოტელის არ გააჩნია."