აპოელი-"რეალი”, "მარსელი”-"ბაიერნი”, "ბენფიკა”-"ჩელსი”, "მილანი”-"ბარსელონა” – ასე დაწყვილდნენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდები. პირველი მატჩები 27 და 28 მარტს, საპასუხოები კი 3-4 აპრილს გაიმართება. კენჭისყრა შვეიცარიულ ნიონში გაიმართა და ბურთულები ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა პაულ ბრაიტნერმა ამოიღო. "მილან”-"ბარსელონას” წყვილი ყველაზე შთამბეჭდავია. ეს გუნდები ჯგუფშიც ერთად იყვნენ და მაშინ კატალონიელებმა შინ 2:2 ითამაშეს, სტუმრად კი 3:2 იმარჯვეს. ასევე გაიმართა ნახევარფინალის კენჭისყრაც, ანუ ცნობილია, მეოთხედფინალის წყვილებიდან გასულების ბადეც. ნახევარფინალები: "მარსელი”-ბაიერნში” გამარჯვებული / აპოელ-”რეალში” გამარჯვებული. "ბენფიკა”-ჩელსიში” გამარჯვებული/ "მილან”-"ბარსელონაში” გამარჯვებული.
ნახევარფინალური მატჩები 17-18 და 24-25 აპრილს ჩატარდება
|