გავრცედლა ინფორმაცია რომ ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი შეეცდება "პორტოს" სამი ვარსკვლავის გადაბირებას "სტემფორდ ბრიჯზე."
მოსალოდნელია რომ ვილაშ ბოაში და რომან აბრამოვიჩი აპირებენ გუნდის განახლებას და ბევრი ტრანსფერის განხორციელებას.
"პორტოს" ლიდერის ბრაზილიელი ვარსკვლავის ჰალკის შეძენას "ჩელსი" წინა სატრანსფერო ბაზარზეც შეეცადა, მაგრამ "ლურჯებმა" უარი მიიღეს ბოაშის ყოფილი გუნდისგან.
ზაფხულში "ჩელსი" შეეცდება ჰალკის, ჯო მაუტინიოს და ალვარო პერეირას შეძენას, ასევე მოსალოდნელია სხვა რეკორდული ტრანსფერები.
ამ ყველაფერს ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ ანდრე ვილაშ ბოაშმა ინტერვიუში "მანჩესტერ სიტის" პოლიტიკა მოიწონა.
"სოლომონ კალუსთან და ფლორენ მალუდასთან ყველაფერი გარკვეულია, ისინი კლუბს დატოვებენ და არა მხოლოდ ისინი. ხუან მატას და დანიელ სტარიჯის გაყიდვლას რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. ჩვენ გვჭირდება გაძლიერება, განსაკუთრებით კი გვინდა შეტევის წამომწყები ფეხბურთელის ყიდვა, მე ვფიქრობ აქ ჰალკზე უკეთესი კანდიდატურა არ მოიძებნება."
"რაც შეეხება ალვარი პერეირასა და ჯო მაუტინიოს, ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან და ვფიქრობ პრემიერ ლიგას იდეალურად მოერგებიან, განსაკუთრებით "ჩელსის".
"აღნიშნული ფეხბურთელების ყიდვას უკვე ვაპირებდით, მაგრამ გავითვალისწინეთ ის რომ ვერ დაგვეხმარებოდნენ ჩემპიონთა ლიგაზე და თავის შეკავება ვარჩიეთ."
|