ლონდონის "ჩელსი” მადრიდის "რეალის” შემტევების – კრიშტიანუ რონალდუსა და გონსალო იგუაინის გადაბირებას აპირებს.The Telegraph-ის ცნობით, "არისტოკრატები” პორტუგალიელისა და არგენტინელის ტრანსფერებში 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. ჯერჯერობით, შესაძლო გარიგება საწყის სტადიაშია და კლუბებს შორის საუბარი არ ყოფილა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ მწვრთნელზე, რომელიც ლონდონელებს ჩაუდგება სათავეში. "ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზაფხულში, გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს. თუკი "რეალი” რონალდუსა და იგუაინის გასხვისებას არ ისურვებს, ინგლისელები იტალიური "ნაპოლის” თავდამსხმელების – ეზეკიელ ლავესისა და ედინსონ კავანის შეძენას შეეცდებიან. ბრიტანულ პრესაში საუბრობენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ეზონში, "არისტოკრატთა” რიგებს სალომონ კალუ და ფლორან მალუდა დატოვებენ, დიდიე დროგბა და დენიელ სტარიჯი კი, გუნდში დარჩებიან.
|