მთავარი » 2012»მარტი»9 » ჩავი: "არ შეიძლება რონალდუს შედარება მესისთან"
18:53
ჩავი: "არ შეიძლება რონალდუს შედარება მესისთან"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა ხოტბა შეასხა თავის თანაგუნდელს, ლიონელ მესის.
ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესმა ქედი მოიხარა არგენტინელი ლიონელ მესის წინაშე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა "ბარსამ" მოიგო, ანგარიშით 7:1, ხოლო მესიმ ხუთი გოლის გატანა მოახერხა.
"არ შეიძლება რონალდუს შედარება მესისთან. ლეო უნიკალურია და მსოფლიოში საუკეთესოა. ისეთები, როგორიც მესია, არ არსებობენ. არავის ძალუძს, ზეგავლენა იქონიოს მატჩის ბედზე ისე, როგორც ლეოს. თუ მას არ გააქვს, მაშინ აკეთებს საგოლე გადაცემებს. ის ნამდვილი მოვლენაა." - განაცხადა ჩავიმ.