მადრიდის "რეალის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ "ბეტისთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩში (3:2), საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მთავარ არბიტრს პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. "ბურთს ხელით შევეხე, მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა. გადაწყვეტილება მსაჯის მისაღები იყო”, - განუცხადა ნახევარმცველმა AS-ს. აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ, სევილიელთა თავკაცმა პეპე მელმა ხელით თამაშში მადრიდელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი – სერხიო რამოსიც დაადანაშაულა. ალონსომ კომენტარი "ბეტისის” მწვრთნელის განცხადებაზეც გააკეთა: "იმ მომენტში, რამოსი არ დამინახავს, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, მელი პენალტების შესახებ ბევრს საუბრობს”.
|