"ბარსელონას” 20 წლის ფორვარდი კრისიტიან ტელიო "ლივერპულს” დაუკავშირეს.
ახალგაზრდა ესპანელ ტალანტს კლუბთან კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და ჯერ-ჯერობით გახანგრძლივებას არ ჩქარობს, მისდამი ინტერესებსკი "ვალენსია”, "მალაგა” და "ბენფიკაც” იჩენენ.
კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ამ ბოლო დროს ტელიოს ძირითად გუნდში ათამაშებს და გასული სამი თვის განმავლობაში ის მოედანზე რვაჯერ შეიყვანა. ახალგაზრდა ფორვარდმა თავისი პირველი ლა ლიგური გოლი ცხრა წუთში გაიტანა.
"ლივერპულის” დირექტორი დემიენ კომოლი, რომლიც სატრანსფერო საკითხებში ერევა, სულ მალე ოფიციალურ წინდადებას გაამზადებს და ესპანეთში გააგზავნის.