კატალონიის "ბარსელონას” ნახევარმცველმა იბრაჰიმ აფელაიმ ტრავმა მოიშუშა. "ბლაუგრანას” ოფიციალური საიტის ცნობით, 25 წლის ჰოლანდიელი "მილანთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩის 21-კაციან განაცხადშია. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, აფელაიმ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ოპერაცია გაიკეთა. როგორც მოსალოდნელი იყო, აღდგენითი პროცესი მარტამდე გაგრძელდა. "ბარსას” უკანასკნელ ვარჯიშებზე, ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი თანაგუნდელებთან ერთად დაიტვირთა. შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის მოქმედ ჩემპიონთა დაპირისპირება ოთხშაბათს