''ბარსელონას'' პრეზიდენტის სანდრო როსელის მდივანმა სუსანა მონჟემ განაცხადა, რომ ისინი ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად 50 მილიონს გამოყოფენ. მისი აზრით, ეს თანხა სრულიად საკმარისი იქნება.
''შემადგენლობის გასაძლიერებლად 50 მილიონი გამოვყავით, ჩემი აზრით ამ ეტაპზე მეტის საჭიროება არ არსებობს.ბოლო დროს ბიუჯეტში საგრძნობი მატება გვაქვს, ამიტომ მომავალში ტრანსფერებისთვის უფრო მეტს დავხარჯავთ. " - განაცხადა მონჟემ.'
|