ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონამ" მიაღწია შეთანხმებას "ვალენსიას" 23 წლის მარცხენა მცველთან, ხორდი ალბასთან.
კატალონიელები, მას შემდეგ რაც ერიკ აბიდალის კარიერა ეჭვის ქვეშ დადგა მისი დაავადების გამო, მთლიანად გადაერთვნენ ესპანელი ფეხბურთელის, ხორდი ალბას ტრანსფერზე. რომელიც სწორედ ფრანგი მცველის შემცვლელად მოიაზრება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში. როგორც იცით აბიდალს ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. ამ ოპერაციის შემდეგ კი ექიმები, მას ალბათ თამაშის ნებართვას აღარ მისცემენ.
რაც შეეხება ტრანსფერის ფასს, კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელში 15 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, ხელფასის სახით კი იგი 3 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში. მიუხედავათ ამისა მხარეები სეზობის ბოლომდე თავს იკავებენ ოფიციალური განცხადებების გაკეთებისგან.