შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » ”ბარსელონა” - ”სპორტინგი”. გვარდიოლა მატჩის წინ
18:47
”ბარსელონა” - ”სპორტინგი”. გვარდიოლა მატჩის წინ
”ბარსას” მწვრთნელმა, რომელიც ერთ დროს კლემენტეს მოსწავლე იყო განაცხადა, რომ ხავიერის გუნდები არიან ”აგრესიულები, მიმართულები და აქვთ ხასიათი”.

”ნოუ კამპზე” შაბათს გასამართი თამაში უჩვეულო იქნება. მესის, ბუსკეტსის და აბიდალის გარეშე ”ბარსელონა” დაუპირისპირდება ხიხონის ”სპორტინგს”, რომლის სათავეშიც ხავიერ კლემენტეა: ”მისი გუნდების დამარცხება რთულია. ისინი აგრესიულები არიან, მიზანმიმართულები და აქვთ ხასიათი”. მოგვიანებით ”ბარსას” თავკაცმა აღნიშნა, რომ არ ელოდება ფიზიკურ მატჩს: ”ესპანეთის ნაკრებში მას არასდროს მოუთხოვია ფიზიკურად მეტოქის დაჩაგვრა”.

სტილი, რომელსაც ვერ გამოვიყენებთ

დღევანდელი შეხვედრა 2 განსხვავებული თამაშის სტილით გაიმართება. ”ბარსელონასთვის” მახასიათებელი ბურთის ფლობა და კონტროლია, ხოლო ასტურიელები სწრაფ შეტევებზე გადასვლას შეეცდებიან: ”ვიცი, რომ კლემენტეს თამაში უყვარს. მას ნაკლები გადაადგილებები ურჩევნია ნახევარდაცვაში და სწრაფი შეტევები. ჩვენ მომენტები ერთი ან ორი შეხების შემდეგ უნდა შევქმნათ, მაგრამ შეუძლებელია რითმის შენარჩუნება ყოველ სამ დღეში” - განაცხადა გვარდიოლამ.

დანაკლისის შევსება

”ბარსელონას” დღევანდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან მესი, ბუსკეტსი და აბიდალი, ასევე საეჭვოა ტიაგოს თამაში: ”ტიაგო გუშინდელთან შედარებით უკეთაა, მისი თამაში შეხვედრის წინ გადაწყდება” - განაცხადა პეპმა. არგენტინელის არყოფნის შესახებ მწვრთნელმა რამდენიმე სიტყვა თქვა: ”მოედნის ბოლოს 15-20 მეტრზე ის მსოფლიოს ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია. კარგია, როცა ერთხელ სრულ მატჩს მის გარეშე ჩავატარებთ”.

ლიდერობა და თასი

როდესაც პრიმერას შესაძლო მოგების შესახებ შეეკითხნენ პეპმა ღიად განაცხადა: ”ჩვენ შორს ვართ ლიდერისგან და ლიდერი დიდი ხანია ქულებს არ კარგავს. 10 ქულის აღმოფხვრა ძალიან რთულია”. მან დაამაატა: ”თუკი ჩვენ პირველზე არ ვართ ეს მსაჯების ბრალი არაა”.

ასევე პეპს თასის ფინალის შესახებ შეეკითხნენ: ”ბასკებს 20 მაისს სურთ თამაში. ჩვენაც გვსურს 20-ში თამაში, მაგრამ შეიძლება მაგ დროს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიყოთ. ფედერაცია გადაწყვეტს” - განაცხადა მენეჯერმა.

კარგი ურთიერთობა კლუბის დირექტორებთან

როდესაც პეპს კლუბის მართველებთან ურთიერთობაზე შეეკითხნენ მან შანსი ხელიდან არ გაუშვა, რათა დაეფიქსირებინა კარგი ურთიერთობა ხუნტასთან: ”ისინი ფანტასტიკურები არიან. მე არ მაქვს გართულებები. ამ გუნდმა და წინამ მე სიძლიერე შემმატეს”. პეპმა ასევე დაადასტურა, რომ ხუთშაბათს სანდრო როსელს შეხვდა: ”ჩვენ ბევრჯერ ვხდებით. ეს ერთ-ერთი მათგანი იყო. ჩვენ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს შორის დარჩება. გრძნობები ყოველთვის კარგი გვაქვს, როცა ერთმანეთს ვხვდებით. ისინი ჩემზე ზრუნავენ”.
კატეგორია: barselona | ნანახია: 732 | დაამატა: giorga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 2
    სტუმარი: 2
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz