კატალონიის "ბარსელონა” "მანჩესტერ სიტის” მცველის, ალექსანდრ კოლაროვის შეძენით დაინტერესდა. Tuttomercato-ს ცნობით, ესპანელები 26 წლის სერბის დამატებას ზაფხულში ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ "ბარსას” დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება დიდი ხანია სურს. "ბლაუგრანას” ხელმძღვანელები კოლაროვში 15 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. შეგახსენებთ, რომ სერბი "სიტიში” 2010 წლის ზაფხულში, რომის "ლაციოდან” გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, მარცხენაფლანგელმა 10 მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს გოლითაც დაეხმარა.