კატალონიური კლუბი დაინტერესებულია "ბენფიკის" ნახევარმცველით ფაბიო კოენტრაოთი. იტყობინება AS.
ასევე ფაბიოთი დაინტერესებულია მადრიდის "რეალი". "ბენფიკა" 30 მილიონ ევროს ითხოვს ფეხბურთელის სანაცვლოდ, ხოლო მადრიდული კლუბი კი უფრო მცირე თანხას სთავაზობს პორტუგალიულ კლუბს ფაბიოს სანაცვლოდ.
როგორც ცნობილია, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ, "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ და კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ერთად ისადილეს. მათ როსელს უთხრეს, რომ ფაბიოს ყიდვა უნდათ.
|