კატალონიის "ბარსელონა" უკვე დიდი ხანია დაკვირვებებს აწარმოებს "ბილბაოს ატლეტიკის" ფეხბურთელ ფერნანდო ლორენტეზე. "ლურჯ–ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა ძალიან მონდომებულია პერსპექტიული თავდამსხმელის შეძენით.
როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, "ბლაუგრანას" გარდა ლორენტეს შესაძენად მზადაა ყველაფერი გაიღოს "მანჩესტერ სიტიმ", რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, არც ფულიანი პრეზიდენტი აკლია და არც ვარსკვლავები. ინგლისიდან კიდევ ერთი გუნდია ფერნანდოს შეძენით დაინტერესებული და ეს "ტოტენჰემია". "მამლებს" კიდევ უფრო უნდათ გააძლიერონ თავდასხმის ხაზი და ესპანელი ფორვარდი ნამდვილად არ არის ცუდი ვარიანტი.
შეგახსენებთ, რომ ლორენტემ ამ სეზონში 12 გოლი გაიტანა. ასევე გეტყვით, რომ ბასკური გუნდიდან "ბარსელონა" ხავი მარტინესსაც აკვირდება და ფიქრობს მის შეძენაზე.