"ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ესპანურ სპორტულ გამოცემებს უთხრა, რომ პრიმერა დივიზიონში მადრიდის "რეალის” გაჩემპიონებას უკვე შეგუებულია. მტკიცებულებად კი სატურნირო ცხრილი მოიტანა. "ლიდერი ისე გაიჭრა წინ, მისი დაწევა წარმოუდგენლად ძნელია. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ "რეალი” ქულებს დაკარგავს, მაგრამ ვფიქრობ, ამხელა უპირატესობას არ დათმობს და ჩემპიონიც გახდება”, – განაცხადა ბარტომეუმ.
|