"სუონსისა” და "მანჩესტერ სიტის” მატჩის შესვენებისას, რომელიც ქალაქელებმა მინიმალური ანგარიშით დათმეს, გუნდის იტალიელ ფორვარდ მარიო ბალოტელისა და კოტდივუარელ ნახევარმცველ იაია ტურეს შორის კონფლიქტი მოხდა. Guardian-ის ცნობით, "ქალაქელთა” გასახდელიდან ამ ორი ფეხბურთელის ხმამაღალი საუბარი ისმოდა. მოგვიანებით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და რამ გამოიწვია თანაგუნდელების უკმაყოფილება, უცნობი დარჩა. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროს "სიტიში” ყველაფერი რიგზე ვერაა. "სუონსისთან” მატჩის 37-ე წუთზე, მწვრთნელმა გარეთ ბერი შეცვალა, რამაც ინგლისელი ნახევარმცველის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე მანჩინის თანაშემწეს, დევიდ პლატს მკაცრად ესაუბრებოდა და უკმაყოფილებას ნათლად გამოხატვდა. შეგახსენებთ, რომ უელსში 0:1 მარცხი, ზედიზედ მეორე იყო "მანჩესტერ სიტისთვის”. მანამდე "ქალაქელები” ევროპის ლიგაში ასეთივე ანგარიშით ლისაბონში, "სპორტინგთან” დამარცხდნენ, ახლა კი, პრემიერლიგის ლიდერის პოზიცია "მანჩესტერ იუნაიტედს” დაუთმეს
|