ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა იმსჯელა და "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას "მალიორკასთან" მიღებული მეორე ყვითელი ბარათი გაუუქმა.
შესაბამისად, ტიაგოს მომდევნო ტურში თამაშის უფლება აქვს. "ბარსელონა" კარლეს პუიოლის ყვითელ ბარათსაც აპროტესტებდა, მაგრამ კაპიტანს გაფრთხილება შეუნარჩუნეს.
კორეა-ესპანეთი, 10 წლის შემდეგ კორეის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 30 მაისს ეროვნული ნაკრები ამხანაგურად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს გაეჯიბრება. "ტაეგუკ უორიორსი", როგორც კორეელთა ეროვნულ გუნდს ეძახიან, ესპანეთს შვეიცარიაში ან ავსტრიაში დაუპირისპირდება.
ივნისში აზიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელით, რომელთაგან პირველი დოჰაში 8 ივნისს გაიმართება. ესპანეთის ნაკრები კი, მოგეხსენებათ, ევრო-2012-ისთვის ემზადება. ალბათ, ბევრს ახსოვს ესპანეთისა და კორეის ნაკრებთა მეოთხედფინალური დაპირისპირება 2002 წლის მუნდიალზე, რომელიც კორეამ პენალტების სერიაში 5:3 მოიგო.
|