მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი "ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, არგენტინულმა სპორტულმა გამოცემა Ole-მ, მის საპატივცემულოდ, ერთი დღით სახელი გადაირქვა. სამხრეთ ამერიკული გამოცემის 21 მარტის ნომრის გარეკანზე, ტრადიციული წარწერა Ole ისეა სახეშეცვლილი, რომ იკითხება Cule, რაც "ბარსელონას” გულშემატკივარს ნიშნავს. არგენტინელებმა ასეთი ორიგინალური გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათმა თანამემამულემ და ამჟამად პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ "გრანადასთან” ჰეთ თრიქი შეასრულა და იგი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა.
|