თუ ალბერტოს აგენტს დავუჯერებთ აკვილანი 25 მატჩის შემდეგ "მილანის” სამუდამო წევრი გახდება. ამისთვის "მილანს” მხოლოდ 5 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.
იტალიელი ამ ზაფხულს დაუბრუნდა იტალიას მას შმედეგ რაც ერთსეზონიანი იჯარის შემდეგ "ლივერპულში” ჩავიდა ტურინის "იუვენტუსიდან”. ამ ზაფხულს ალბერტომ "ლივერპულთან” ერთად გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ მშობლირ მხარეს მიაშურა, ოღონდ არა "ბებერ ქალაბტონს”, არამედ – "როსნერის”.
ალბერტო ახლაც "მილანში” იმყოფება იჯარის წესით. ის მალე დაუბრუნდება თავის გუნდს ტრამვის შემდეგ. იტალიელმა "მილანის” მაისურით უკვე 20 მატჩი ჩაატარა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში. მას მხოლოდ 5 მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი იტალიელებთან ერტად და 5 მილიონ ფუნტად "მილანის” სრულფასოვანი წევრი გახდება.
მისმა აგენტმა TMW-სთან თქვა: "მისი აღდგენის პროცესი კარგად მიდის. ვფიქრობ ორ კვირაში ის ფეხბურთს დაუბრუნდება.”
"როგროც კი 25-ე მატჩს ჩაატარებს "მილანის” მაისურით მაშინვე "მილანის” სამუდამო წევრი გახდება.”
ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მის 25-ე მატჩს "როსონერის” მაისურით.