ლონდონის "ჩელსის" მფლობელს რომან აბრამოვიჩს იმედი აქვს, რომ გუნდში ჟოზე მოურინიოს დაბრუნებას შეძლებს, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" თავკაცია.
პორტუგალიელ სპეციალისტს "სამეფო კლუბის" ზოგიერთ ხელმძღვანელსა და ესპანურ პრესასთან ურთიერთობები გაუფუჭდა. ამას გარდა, მოურინიოს დღემდე აქვს კავშირი "ჩელსის" მაღალჩინოსნებთან და გუნდის ფეხბურთელებთანაც ავტორიტეტით სარგებლობს.
ადრე გავრცელდა ცნობა, თითქოს მოურინიომ ლონდონში სახლი დაათვალიერა, რომელშიც იმ შემთხვევაში იცხოვრებს, თუ ინგლისში გადაბარგდება.
მიუხედავად ამისა, ინგლისში მიიჩნევენ, რომ "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელის პოსტს რაფაელ ბენიტესი დაიკავებს.
|