"ჩელსიდან” ანდრე ვილაშ-ბოაშის წასვლის შემდეგ, გუნდს უამრავი სპეციალისტი დაუკავშირეს. ირლანდიური გამოცემის sportsnewsireland.com-ის ინფორმაციით, 6 მარტს იოახიმ ლიოვი რომან აბრამოვიჩს შეხვდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რაზე ისაუბნებდნენ რუსი მილიარდერი და გერმანელი მწვრთნელი ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, აბრამოვიჩმა 52 წლის გერმანელს "ჩელსის” ჩაბარება შესთავაზა.
"ლიოვი 2004 წლიდან გერმანიის ნაკრებში მუშაობს და ცოტა ხნის წინ კონტრაქტი 2014 წლამდეც კი გაუხანგრძლივეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ლიოვის "ჩელსიში” გადასვლის შემთხვევაში, აბრამოვიჩი მზადაა, გერმანიის ფეხბურთის კავშირს საკომპენსაციო თანხაც გადაუხადოს."
|