ფრანგულმა ჟურნალმა L'Équipe გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" ფრანგ მცვლს, ერიკ აბიდალს უახლოეს კვირას გაუკეთდება ოპერაცია.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის ერიკ აბიდალი ბარსელონას კლინიკა "ბარნაკლინიკში" დაწვება. ფრანგული ჟურნალის ცნობით, აბიდალი სამედიცინო ცენტრში კვირას საღამოს მივა. ცოცხალი დონორი იქნება ფეხბურთელის ნათესავი, რომელიც უკვე ბარსელონაში იმყოფება.
ერთი წლის წინ აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე ამოკვეთეს. მკურნალობის პროცესმა ღვიძლის გადანერგვის საჭიროება დააყენა დღის წესრიგში.