”ბარსელონას” ფრანგი ფეხბურთელი, ერიკ აბიდალი ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას 10 აპრილს გაიკეთებს.
ერთი კვირის შემდეგ ”ბარსელონას” ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდება. ფეხბურთელი დარჩენილი დროის მშვიდად გატარებას გეგმავს, რათა ოპერაციისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებული იყოს. როგორც იგეგმება ოპერაცია 10 აპრილს ჩატარდება, ”ბარსელონასა” და ”ხეტაფეს” შორის გასამართი შეხვედრის წინ. შეგახსენებთ, რომ ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შესახებ განცხადება 15 მარტს გააკეთეს, ამგვარად ერიკს თითქმის 1 თვის შემდეგ მოუწევს ოპერაციის გაკეთება.