"ბარსელონას” 32 წლის მცველს ერიკ აბიდალს უახლოეს მომავალში ღვიძლს გადაუნერგავენ. ამის შესახებ "ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კატალონიელთა სამედიცინო შტაბი მსგავს ვარიანტს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განიხილავდა, მაგრამ მაშინ ამის აუცილებლობა არ იყო. ახლა კი, აბიდალის ავადმყოფობა პროგრესირებს და ამიტომ გადანერგვა აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ აბიდალს შარშან ღვიძლზე სიმსივნე აღმოაჩნდა და მის მოსაცილებლად ოპერაცია გაიკეთა.
|