საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, ერიკ აბიდალმა უკვე დასახა სამომავლო გეგმები, რომლებსაც პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ განახორციელებს.იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ერიკი სულ მალე ღვიძლს გადაინერგავს და ამის გამო, უამრავი ჟურნალისტი უსხვამს მას კითხვას განაგრძობს თუ არა საფეხბურთო კარიერას. ექსპერტები ფრანგ ფეხბურთელს ურჩევენ, რომ ჩამოშორდეს ფეხბურთს, რადგანაც ეს კონტაქტური სპორტია და შესაძლოა მის ჯანმრთელობას კვლავ შეუქმნას პრობლემები.
აბიდალმა ნამდვილად გადაწყვიტა ცხოვრების ბარსელონაში გაგრძელება, სადაც მისი ოჯახი თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია. რაც შეეხება მის საქმიანობას, აბიდალი სავარაუდოდ საფეხბურთო აგენტი გახდება და ფეხბურთელთა უფლებებს დაიცავს. მას, რა თქმა უნდა, კატალონიურ კლუბში სურს სამუშაოს შოვნა.