გაზეთ The Telegraph - ის წყაროს თანახმად, საზაფხულო სატრასფერო ფანჯრის დროს ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა საკუთარი შემადგენლობა გონსალო იგუაინითა და კრისტიანო რონალდოთი გააძლიეროს. ლონდონელები მზად არიან, ამისთვის 100 მილიონი ევრო გაიღონ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "არისტოკრატების" უმთავრესი ბომბარდირი დიდიე დროგბა ამ ზაფხულს გუნდის დატოვებას აპირებს. მას კონტრაქტი ეწურება. მომავალი სეზონიდან "ლურჯებში" ვერც ფლორან მალუდასა და სალომონ კალუს ვიხილავთ. ფერნანდო ტორესს კი საშინელი სტატისტიკა აქვს.
როგორც გამოცემა ირწმუნება, რომან აბრამოვიჩის ამბიციური გეგმების რეალიზაცია იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა იგი პეპ გვარდიოლასთან შეთანხმების მიღწევას. შეგახსენებთ, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშის გაგდების შემდეგ, ლონდონელებს დროებით დი მატეო წვრთნის.
"ჩელსი" ასევე ინტერესს ავლენს "ნაპოლის" შემტევ დუეტის - ედისონ კავანისა და ლავეცის მიმართ. სამხრეთ ამერიკელების შესაძენად ისინი მზად არიან, 70 მილიონი ევრო გადაიხადონ.
|