საიტის მენიუ |
|
|
|
| | |
| მთავარი » football
კატალონიის ბარსელონასა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, რომარიომ არგენტინელ ვარსკვლავზე ლიონელ მესიზე ისაუბრა. ფეხბურთის გულშემატკივრები თვლიან, რომ მესიმ თავისი სახელი ისტორიაში უკვე ჩაწერა. მესი მართლაც, რომ სასწაულებს აკეთებს და თავისი საფეხბურთო შედევრებით მსოფლიო პრესის ყურადღებას იპყრობს. რამდენიმე დღის წინ კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ რომარიო ასე არ ფიქრობს.
"ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია და ის მართლაც, რომ საოცრებებს აკეთებს მოედანზე, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩემი აზრით ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან როდესაც მესი მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს, მხოლოდ მაშინ ჩაწერს ის თავის სახელს ფეხბურთის ისტორიაში," - განაცხადა რომარიომ.
|
მადრიდის "რეალის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ "ბეტისთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩში (3:2), საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მთავარ არბიტრს პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. "ბურთს ხელით შევეხე, მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა. გადაწყვეტილება მსაჯის მისაღები იყო”, - განუცხადა ნახევარმცველმა AS-ს. აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ, სევილიელთა თავკაცმა პეპე მელმა ხელით თამაშში მადრიდელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი – სერხიო რამოსიც დაადანაშაულა. ალონსომ კომენტარი "ბეტისის” მწვრთნელის განცხადებაზეც გააკეთა: "იმ მომენტში, რამოსი არ დამინახავს, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, მელი პენალტების შესახებ ბევრს საუბრობს”.
|
ერთ-ერთ ინგლისურენოვან საიტზე წავიკითხე სიახლე, რომელიც რეალს ამტყუნებდა, მაგრამ ახლა სამართლიანად. მე კი გადავწყვიტე ეს ჩემებურად დამეწერა და როგორც ბარსას ქომაგს გამომეთქვა ჩემი აზრი.
ლაპარაკი იმაზე, რომ რეალი ცუდი გუნდია ან ახლა ჩემპიონი ბარსა გახდება აფსურდია. მე ვსვამ კითხვას:რატომ უნდა სჭირდებოდეს რეალს მსაჯის მიდგომა?-ეს კითხვა უკვე კარგახანია მაქვს დასასმელად გამზადებული, მაგრამ კითხვის დასმის საშუალებას რეალის მაღალი კლასი არ მაძლევდა. ახლა კი ზედმეტია. ერთ თამაშში ორი ხელის ვერ დანახვა ვფიქრობ, ან მსაჯის პრობლემას გამოხატავს, რომელიც მას თვალებზე აქვს ან მოსყიდულია!
მსაჯით თუ უმსაჯოდ...
მადრიდული გრანდი მსაჯის დახმარებით მოიგებს თუ თავისი კლასის ხარჯზე ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სხვაობა 10 ქულაა. კომენტარებში კონტრარგუმენტი, რომ არ მივიღო აქვე გავიხსენებ ბარსელონა-ჩელსის, რომელიც 1:1 დამთავრდა და მაშინ ბარსა გავიდა. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ნამუსი მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
1981. დაიბადა სამუელ ეტოო. კამერუნის ნაკრების, მადრიდის "რეალის”, "მალიორკას”, "ბარსელონას”, "ინტერის”, მახაჩყალის "ანჟის” ფორვარდი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2000 და 2002 წლებში გახდა აფრიკის ეროვნებათა თასის მფლობელი. კამერუნის ნაკრების 109 მატჩში გაიტანა 53 გოლი. სამჯერ დაასახელეს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. "რეალსა” და "ბარსელონასთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. ეტოო საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელიცაა (1998). ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ორჯერვე მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. "ბარსელონასა” და "მალიორკას” შემადგენლობაში მოგებული აქვს ესპანეთის "სამეფო თასი”. მნიშვნელოვანი ფაქტები 1888. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალი მოკრივეების, მსოფლიოს ჩემპიონ ჯო სალივანისა და ჩარლი მიჩელის 30-რაუნდიანი ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა. 1896. თანამედროვეობის პირველი მარათონული გარბენი ბერძენმა ხარილაოს ვასილიაკოსმა მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
არგენტინელმა ლეგენდამ დიეგო არმანდო მარადონამ, ისაუბრა მადრიდის "რეალის" უპირატესობაზე "ბარსასთან", მათ მთავარ მწვრთნელებზე და ვალდესზე.
მისი აზრით "რეალი" არ გაანიავებს უპირატესობას, რომელიც "ბარსასთან" აქვს და ფიქრობს, რომ წლის ბოლოს სწორედ ისინი გახდებიან ქვეყნის ჩემპიონები.
მან ასევე მოურინიოზეც ისაუბრა:"მე დიდ პატივს ვცემ მოურინიოს. ის უდიდესი სპეციალისტია და კარგი ადამიანი. ჩემი აზრით ის მსოფლიოს ნომერ პირველი მწვრთნელია."
მარადონამ ასევე ისაუბრა პეპ გუარდიოლაზე:"მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ის შესანიშნავი პიროვნებაა. შეიძლება იგი ვერ იმსახურებს სათანადო დაფასებას, რადგან მის გუნდში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ის ახალგაზრდაა და წინ დიდი მომავალი აქვს."
მან ასევე ისაუბრა ვალდესზე, რომელსაც ცუდი მეკარე უწოდა, თუმცა მის წინ ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ,რომ მისი სისუსტეები ნაკლებად ჩანს.
|
როგორც მოგეხსენებათ დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩში არსენალი მილანს უმასპინძლებს. "სან სიროზე" ვენგერის შეგირდები 0:4 განადგურდნენ, რის შემდეგაც არსენალს 1/4 ფინალში გასვლის მცირე შანსი დარჩა. ბევრი დღეს სასწაულის მოლოდინშია და ფიქრობს, რომ არსენალი 4:0 მოიგებს, თუმცა ამის შანსი მინიმუმია. ამ სტატიაში თქვენ მსგავს საოცრებებს იხილავთ.
8 აპრილი, 2004: დეპორტივო 4:0 მილანი (5:4)
ესპანურმა გრანდმა, დეპორტივო ლა კორუნამ, რომელიც ახლა ესპანეთის მეორე დივიზონშია 2004 წელს შეუძლებელი შეძლო. მათ ლიგის 1/4 ფინალური მატჩი "სან სიროზე" 4:1 წააგეს. როცა ყ
...
კითხვის გაგრძელება »
|
"პორტოს" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ჰალკის განცხადებით ფეხბურთში მისი კუმირი, ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდოა. ეს 25 წლის ფეხბურთელმა Goal.com-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"რონალდო ყოველთვის იყო ჩემი კერპი, მე აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით. ყოველთვის მსურდა მეთამაშა მისნაირად". - აცხადებს "პორტოს" ბრაზილიელი ლიდერი.
ჰალკს ჟურნალისტებმა ასევე სთხოვეს, რომ დაესახელებინა ის ნაკრებები, რომლებსაც იგი მიიჩნევს ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად. "ძნელია გამოარჩიო საუკეთესო ესპანეთსა, გერმანიასა და ინგლის შორის, თუმცა მე სამივე ძალიან მიყვარს". - დაასრულა ჰალკმა.
|
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიოს მხოლოდ გამარჯვების სურვილში ჰგავს და სხვა არაფერში.
9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლამ "კარგი ბიჭის" იმიჯი შეიქმნა, ორივენი ერთმანეთს ბევრ რამეში ჰგვანან, უბრალოდ კატალონიელს ეს სააშკარაოზე არ გამოაქვს. თუმცა გვარდიოლა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება:
"ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ერთ რამეში გამარჯვების სურვილში ვგავართ. ჟოზესავით რომ მოვქცეულიყავი, მაშინ საქმისადმი მიდგომა უნდა შემეცვალა. მე და მოურინიო აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები ვართ.
"ბარსელონა" ყოველთვის გულწრფელია, როგოც მე და ამიტომ პორტუგალიელს არ ვგავარ. არასდროს მოვისურვებდი მორურინიოსთან ერთ დონეზე ვყოფილიყავი.
საკმარისია ჩვენი პრესკონფერენციები შეადაროთ ერთამანეთს. ამის შემდეგ ძნელია თქმა, თითქოს ე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ იტალიური ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა და ლიონელ მესის დიეგო მარადონასთან შედარებაზე უარი თქვა.
"ნაკრებებთან მუშაობა მომწონს. კლუბის გაწვრთნაც შეიძლებოდა, მაგრამ არა იტალიურის. სერია А-ში არ დავბრუნდები
ვფიქრობ, "მილანი" და "იუვენტუსი" ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობამ "შავწითლებს" შესაძლოა, ცუდი სამსახური გაუწიოს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები "მილანისთვის" განმსაზღვრელი იქნება, მაგრამ მეჩვენება, რომ ტურნირს ან მადრიდის" რეალი" მოიგებს, ან "ბარსელონა".
სხვათა შორის, კატალონიელთა ფორვარდს ლიონელ მესის თავის დროზე შეეძლო "იუვენტუსში" აღმოჩენილიყო. როდესაც მესი 16 წლის იყო, ესპანეთში კონტრაქტის რეგისტრაციაზე პრობლემები შეექმნა. ფრანკ რაიკაარდს ლიონელის ერთი წლით ჩემთან, "იუვენტუსში" გაშვება ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე.
...
კითხვის გაგრძელება »
|
თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა - ბრაზილელმა რონალდომ "ბარსელონას” შემტევის - ლეო მესის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. "მესი უდიდესი ფეხბურთელია, მისი ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ლეგენდობამდე მას სანაკრებო წარმატება აკლია. თუკი არგენტინის ნაკრებთან ერთად, მესი საერთაშორისო დონეზე ტიტულს მოიგებს, ის ნამდვილად ლეგენდის სახელს მიიღებს და სამუდამოდ ასე დარჩება”, - განაცხადა რონალდომ. შეგახსენებთ, რომ მესი დღეს, "ბარსას” შემადგენლობაში, "რასინგის” წინააღმდეგ ითამაშებს. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, ლეოს 25 ტურში 28 გოლი აქვს გატანილი.
| |
| |
| | |
|
christmas song |
|
|
Gilocaaaavt |
|
|
New Year |
|
|
ძებნა |
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
მინი-ჩეთი |
|
|
საიტის მეგობრები |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|