საიტის მენიუ |
|
 |
|
 | |  |
| მთავარი » football
« 1 2 ... 7 8 9 10 11 12 »

მადრიდის "რეალი" ოთხშაბათს მოსკოვის "ცსკას" დაუპირისპირდება. ვალდებებასის პრეს-ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კი კრიშტიანო რონალდომ სილვიო ბერლუსკონის განცხადებას უპასუხა, "მილანი" - "ლეჩეს" შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიშტიანო მას "როსონერის" მაისურში ყოველ ღამე ესიზმრება.
"მეც ბევრი რამ მესიზმრება, მაგრამ არა ფეხბურთზე. ბერლუსკონის და მისი სიზმრების გაიგივება არარეალურია. ჯერ მე აქ ვარ და მომავალში რა მოხდება არ ვიცი. კარგად ვარ, მაგრამ იტალია მომწონს. იქ შეიძლება ისეთი გუნდი გავიდეს მოწინავე პოზიციაზე, რომელსაც მწირი ფინანსური შესაძლებლობები აქვს."
|

"სუონსისა” და "მანჩესტერ სიტის” მატჩის შესვენებისას, რომელიც ქალაქელებმა მინიმალური ანგარიშით დათმეს, გუნდის იტალიელ ფორვარდ მარიო ბალოტელისა და კოტდივუარელ ნახევარმცველ იაია ტურეს შორის კონფლიქტი მოხდა. Guardian-ის ცნობით, "ქალაქელთა” გასახდელიდან ამ ორი ფეხბურთელის ხმამაღალი საუბარი ისმოდა. მოგვიანებით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და რამ გამოიწვია თანაგუნდელების უკმაყოფილება, უცნობი დარჩა. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროს "სიტიში” ყველაფერი რიგზე ვერაა. "სუონსისთან” მატჩის 37-ე წუთზე, მწვრთნელმა გარეთ ბერი შეცვალა, რამაც ინგლისელი ნახევარმცველის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე მანჩინის თანაშემწეს, დევიდ პლატს მკაცრად ესაუბრებოდა და უკმაყოფილებას ნათლად გამოხატვდა. შეგახსენებთ, რომ უელსში 0:1 მარცხი, ზედიზედ მეორე იყო "მანჩესტერ სიტისთვის”. მანამდე "ქალაქელები” ევროპის ლიგაში ა
...
კითხვის გაგრძელება »
|

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არამხოლოდ "პრიმერა დივიზიონში" ეცილებიან ერთმანეთს ბომბარდირობაში, არამედ მთელ ევროპაშიც. იცით, რომ წლის ბოლოს საკუთარ ჩემპიონატში რომელ ფეხბურთელსაც ყველაზე მეტი გოლი ექნება გატანილი, სწორედ ის მიიღებს ოქროს ბუცს. შეგახსენებთ, რომ წამყვან ტურნირებში გატანილი გოლი 2 ქულად ფასობს, საშუალო დონის ჩემპიონატებში 1.5 ქულად, ხოლო დაბალი დონის გათამაშებაში 1.0–ად.
გასულ უიქენდზე, რონალდუმაც და მესიმაც გაიტანეს გოლები, თანაც ორ–ორი. ამის გათვალისწინებით, "ლა ლიგის" გოლეადორთა დავას პორტუგალიელი ლიდერობს ისევე, როგორც ოქროს ბუცისთვის ბრძოლას. მის ანგარიშზე 32 გოლია, რაც 64 რეიტინგულ ქულას უტოლდება. ლეომ კი 60 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დამაჯერებლად იმყოფება. 
|

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა, რომელიც დინამო არენაზე დინამო თბილისსა და გორის დილას შორის უნდა გამართულიყო უამინდობის გამო გადაიდო. შეხვედრა თბილისში თამაშის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე მოსული დიდი თოვლის გამო გადაიდო. მატჩის გადადების გადაწყვეტილება, შეხვედრის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, შეხვედრის მთავარი მსაჯის, დამკვირვებელის, მატჩის დელეგატის და ფეხბურთის ფედერაციის სპეცილური წარმომადგენელების ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად მოხდა.
|

"ჩელსის” ნახევარმცველ ფრენკ ლამპარდს რთული პეიოდი უდგას. შეუძლებელია, "ლურჯების” მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშთან ხანგრძლივ კონფლიქტსა და გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნას ფეხბურთელზე უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა. ყველა ამ სიკეთეს ისიც დაერთო, რომ ბიძამისი - პოლ ლემბი - პედოფილი აღმოჩნდა. პოლი ლამპარდის მამიდის, გვენის მეუღლეა. 36 წლის ლემბმა ინტერნეტით 13 წლის ჯესიკა გაიცნო, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა. თურმე, ლემბი სამართალდამცავი ორგანოების აგენტს ეარშიყებოდა და უწყინარი გოგონას ნაცვლად, მალევე სახლში პოლიციამ მიაკითხა. პოლი, რომელიც თავის მეუღლეზე 25 წლით უმცროსია, საკუთარ დანაშაულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს ეკონტაქტებოდა. თუმცა მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გატყდა და ყველაფერი აღიარა. ლამპარდის ბიძას 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ბავშვებთან მუშაობა 10 წლით აუკრძალეს. ფეხბურთელის პრესმდივნის თქმით, მომხდარმა ფაქტმა მთელი ოჯახი
...
კითხვის გაგრძელება »
|

იტალიური კლუბი ”მილანი” ემზადება ”ჩელსის” ორი ფეხბურთელის საყიდლად. იუწყება 4-2-2.Com
”როსონერების” წყაროების ცნიბით, ისინი ემზადებიან იყიდონ ”ჩელსის” ორი ფეხბურთელი, მარცხენა მცველი ეშლი კოული და ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი. ასევე მათ სურთ იყიდონ, ”ბავარიის” შემტევი ფეხბურთელი არიენ რობენი. ისინი მზად არიან გადაიხადონ 18 მილიონი ევრო არიენ რობენში.
წყარო
|

დაახლოებით ერთი თვის წინ, მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი სამი ხედირა, ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად კარგად მოიქცა. სამიმ ერთ-ერთ ტუნისელ ჟურნალისტს ტუნისის სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ ამ უკანასკნელმა ხედირასა და ყველასათვის უცნობი მეძავის ღლაბუცის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა. თავისთავად, სასამართლოს გზით სამართლის ძიება სულაც არაა ცუდი და უკადრებელი საქმე, მაგრამ ქომაგების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ხედირამ სასამართლოს არა ჟურნალისტის მხრიდან ბოდიშის მოხდა და ფულადი კომპენსაციის გადახდა, არამედ მისი დაკავება მოსთხოვა. ტუნისელმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტი სამი დღით მართლაც დააკავეს, მაგრამ საზოგადოების ზეწოლით, მალევე გაათავისუფლეს. ჟურნალისტმა ბოდიში მაინც არ მოიხადა და იმუქრება, რომ მომავალში ამ ფეხბურთელის ცხოვრებაში ცხვირს მაინც ჩაყოფს. სამი ხედირა ცნობადი ადამიანია. ცნობად ადამიანებს კი გარკვეული თმენის ვალდებულება გააჩნიათ.
|

ბეტისი"-"რეალი" 2:3: მეორე ტაიმში ერთი საინტერესო ცვლილება მოხდა, შეხვედრის არბიტრი იტურალდე გონსალესი გორკა ოსკოსმა შეცვალა. ბასკი მსაჯის დებიუტს პრიმერაში "მარკამ" საშინელება უწოდა - ბოლო წუთზე მან ვერ შენიშნა, როგორ ითამაშა ხელით სერხიო რამოსმა და არ დანიშნა პენალტი "რეალის" კარში.
"ესპანიოლი"-"რაიო ვალეკანო" 5:1: განელი პოლ კუაიე "ესპანიოლის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტებში მეორე ადგილზეა.
აფრიკელმა 87-ე წუთზე მატჩის გმირი კალუ უჩე შეცვალა. ის 16 წლისა და 177 დღის იყო. ამაზე ახალგაზრდა დებიუტანტი "ესპანიოლს" მხოლოდ ერთხელ ჰყავდა 1965 წელს ბრანკო კუბალამ (ლადისლაო კუბალას შვილი) 16 წლის და 88 დღის ასაკში ითამაშა.
"რასინგი"-"ბარსელონა" 0:2: შაბათს "რასინგმა" სეზონში მესამე თავკაცი წარადგინა ალვარო სერვერა. 46 წლის სერვერა ეკვატორული გვინეიდან არის წარმოშობით, თუმცა ფეხბურთელობისასაც ესპანეთის მოქალაქე იყო. სხვათა შორის, "ფურია როხაში" 90-იანი წლების დასაწყისში 4 მა
...
კითხვის გაგრძელება »
| |
| |
 | |  |
|
christmas song |
|
 |
Gilocaaaavt |
 |
 |
New Year |
 |
 |
ძებნა |
|
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
ჩანაწერების არქივი |
|
 |
მინი-ჩეთი |
|
 |
საიტის მეგობრები |
|
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|