გერმანული ფეხბურთის კავშირმა (DFB) "ჰამბურგის” ფორვარდ ხოსე პაოლო გერეროს 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. 28 წლის პერუელმა "შტუტგარტთან” გერმანიის ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (0:4) მეკარე სვენ ულრაიხს გამეტებით ეუხეშა და მსაჯმაც თავდამსმხელს მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა. "ამგვარი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ. რა თქმა უნდა, ამ უხეშობისთვის მსაჯს გერერო არ უნდა დაენდო, მაგრამ თუკი ამ დარღვევას სხვა ჯარიმებს შევადარებთ, 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მეტისმეტია”, - განუცხადა "ჰამბურგის” სპორტულმა დირექტორმა ფრანკ ანესენმა Eurosport-ს. აღსანიშნავია, რომ ჰამბურგელები გერმანული ფეხბურთის კავშირის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გეგმავენ. თუკი პერუელს სასჯელი არ შეუმცირდება, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, მხოლოდ დასკვნით ორ ტურში შეძლე
... კითხვის გაგრძელება »
ანდრე ვილაშ-ბოაშის ლონდონური კარიერა დასრულდა – "ჩელსის” ოფიციალურმა საიტმა პორტუგალიელი სპეციალისტის პოსტიდან დათხოვნა ოფიციალურად დაადასტურა. "სამწუხაროდ, "ჩელსი” ვერც კარგად თამაშობდა და ვერც სასურველ შედეგს აჩვენებდა. სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის, გუნდს კი, გაუმჯობესება არ ეტყობა”, - ხსნიან თავიანთ გადაწყვეტილებას ლონდონელები. სეზონის დასრულებამდე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ვილაშ-ბოაშის დამხმარე – რობერტო დი მატეო შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი "არისტოკრატთა” თავკაცად ზაფხულში დაინიშნა.
"მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გარშემო სკანდალები არ წყდება. ამჯერად, პაპარაცებმა 21 წლის იტალიელი ერთ-ერთ სტრიპტიზ-კლუბში გამოიჭირეს. ბალოტელი დაწესებულებას ხუთშაბათ საღამოს ეწვია და იქ დილის 3 საათამდე დარჩა. გარშემომყეფებმა ზუსტად არ იციან, მიიღო თუ არა თავდამსხმელმა ალკოჰოლი. ჯერჯერობით, "მანჩესტერ სიტის” წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
უნგრული რეაკ-ის (I ლიგა) გენერალურმა დირექტორმა რობერტ კუტაშიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. Kisafold.hu-ს ცნობით, 48 წლის კუტაში მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადახტა. როგორც გაირკვა, რობერტს გასულ კვირაში უთქვამს უნგრული პრესისთვის, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს. და რატომ? ყველაფრის თავი და თავი უნგრეთში გარიგებულ მატჩებზე ატეხილი სკანდალია, რომელშიც რეაკ-ის რამდენიმე ფეხბურთელია ეჭვმიტანილი. მიუხედავად ამისა, თავად კუტაშის მიმართ პოლიციას არავითარი ბრალდება არ წაუყენებია. ამასთან, კუტაში უნგრულ ფეხბურთში ანტიკორუფციული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ, კუტაშიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საფეხბურთო გამოცემა soccerticketsonline.com-ის ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ნაკრების მომავალი თავკაცის ვაკანსიაზე, სხვა მწვრთნელებთან ერთად, ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას ვარიანტებსაც განიხილავს. ფაბიო კაპელოს წასვლის შემდეგ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის უმთავრეს კანდიდატად "ტოტენჰემის” თავკაცი ჰარი რედნაპი განიხილებოდა, თუმცა, ეტყობა, ინგლისური ფეხბურთის ბოსებმა სხვა სპეციალისტებისკენაც გაიხედეს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა ეროვნული გუნდის მწვრთნელობის მოვალეობას ამ დროისთვის სტიუარტ პირსი ასრულებს.
მიმდინარე სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ნემანია ვიდიჩი მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. Goal.com-ის ცნობით, სერბის აღდგენითი პროცესი შენელებული ტემპით მიმდინარეობს და კლუბის ექიმებს გარისკვა არ სურთ. როგორც კლუბის სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, მცველის გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე სამი კვირით უკანაა, რაც სერიოზული ჩამორჩენაა. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვიდიჩმა ახალი სეზონი სრულ მზადყოფნაში დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ 30 წლის სერბს მუხლის ჯვარედინი მყესები 7 დეკემბერს გაუწყდა და მას შემდეგ, იძულებულია, "მანჩესტერის” თამაშს თვალი მხოლოდ ტრიბუნიდან ადევნოს...
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა უკრაინის პირველი ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიამ”, სადაც ლაშა ჯაკობია გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში ვორონეჟის "ფაკელი” 1:0 დაამარცხა. რუსეთის პირველი წარმომადგენლის წინააღმდეგ ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მინდორზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. ორიოდე დღის წინ, უკრაინელებმა ირანის თებრიზის "საზს” 2:1 მოუგეს. ამჯერად, ჯაკობია სასტარტოში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.