საიტის მენიუ |
|
|
|
| | |
| მთავარი » transferebi
იტალიური გამოცემები იუწყება რომ "ფიორენტინას" ლიდერის სტევან იოვეტიჩის აგენტი გუშინ ღამით შეხვდა "არისტოკრატთა" წარმომადგენლებს. მხარეებმა ისაუბრეს ამომავალი ვარსკვლავიის გადაბარგებაზე "არტემიო ფრანკიდან" "სტემფორდ ბრიჯზე". როგორც ცოტა ხნისწინ გახდა ცნობილი მონტენეგროელმა ფეხბურთელმა სტევან იოვეტიჩმა გაახაგრძლივა კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან. თუმცა ფლორენციელები არც ისე მყარად დგანან სერია-A ში და შესაძლოა მომავალ წელს მათ ასპარეზობა სერია-B შიც მოუწიოთ რაც გააადვილებს იოვეტიჩის გადაბარგებას ინგლისში. აქვე გეტყვით რომ 22 წლისფეხბურთელი 2008 წელს გადავიდა "ფიორენტინაში" და ჩატარებული 75 მატჩიდან 25 გოლი გაიანა.
|
Canchallena.com-ი ესპანურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კატალონიის "ბარსელონა” ზაფხულში შესაძენ ფეხბურთელებს არგენტინაში ეძებს. უპირველესად, "ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას ერიკ აბიდალის შემცვლელის პოვნა სურს. "ბარსას” ერთ-ერთი სამიზნე "ბანფილდის” მარცხენაფლანგელი – 19 წლის ნიკოლას ტალიაფიკოა. ახალგაზრდა არგენტინელს, ეროვნული ნაკრების გარდა, ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია და როგორც სამხრეთამერიკულ პრესაში ვარაუდობენ, შორს არაა ის დრო, როცა ტალიაფიკო ეროვნულ ნაკრებშიც იასპარეზებს. მარცხენა მცველის გარდა, კატალონიელებს "ლანუსის” ფეხბურთელების – ესტებან ანდრადუსა და სილვიო რომეროს გადაბირებაც სურთ. პირველი მათგანი მეკარეა, მეორე – თავდამსხმელი.
|
ლონდონის ''ჩელსი'' მადრიდის ''რეალის'' ნახევარმცველისთვის ანხელ დი მარიასთვის საკმაოდ სარფიანი შეთავაზების გაკეთებას აპირებს - იტყობინება The Sun.
არგენტინელი ამჟამინდელ კლუბში კვირაში 40000 ფუნტ სტერლინგს იღებს თუმცა არისტოკრატები მას 2-ჯერ მეტს სთავაზობენ, რაც შეეხება ტრანსფერს ჩელსი 35 მილიონს ჩამოდის და სწორედ ამ თანხას წერს ბრიტანული პრესაც.
აღსანიშნავია, რომ დი მარია ჯერჯერობით არ ჩქარობს მადრიდელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას რომელიც 2016 წლამდეა ძალაში.
|
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ სიტი სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუს შეძენას გეგმავს.
როგორც ვიცით, პორტუგალიელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ნაყიდი ფეხბურთელია, მასში "ბლანკოსმა" 94 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა შესაძლებელია "ქალაქელებმა" დაჩრდილონ რეალის ეს ე.წ. მიღწევა, რადგანაც რონალდუსთვის 96 მილიონ ევროს ამზადებენ.
ამ ინფორმაციას goal.com–იც ადასტურებს, რომელმაც შემდეგი რამ დაწერა აღნიშნული ტრანსფერის შესახებ:
"მხარეები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მოლაპარაკებებიც გაიმართა. რონალდუს ტრანსფერი სულაც არ ჩანს არარეალურად იმის გათვალისწინებით თუ რა პირობებს სთავაზობენ ქალაქელები ფეხბურთელს."
როგორც ცნობილი ხდება, სიტი აპირებს კარლოს ტევესის, ედინ ძეკოს, ნაიჯელ დე იონგის, ემანუელ ადებაიორის, უეინ ბრიჯისა და როკე სანტა კრუზის გაშვებას. სწორედ ამ ფეხბურთელების გაყიდვით აპირებენ "ქალაქელები" ზემოთხსენებული თანხის შოვნას.
|
უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ფერნანდო ტორესის კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტორესს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.
"ფერნანდო თავს გაცილებით კომფორტულად ანდრე ვილაშ-ბოაშის მმართველობისას გრძნობდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ვნახოთ როგორ განვითარდება მდგომარეობა მომავალში. რაც შეეხება ტორესის მიმართ ტურინის "იუვენტუსის" და "რომას" მხრიდან ინტერესს, ეს მხოლოდ ჭორებია. ამ კლუბებთან რაიმე კოკნკრეტული საუბარი არ მქონია", - განაცხადა "ელ ნინიოს" აგენტმა.
|
ესპანური პრესის ცნობით, "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფეხბურთელი, რადამელ ფალკაო საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებს მადრიდელთა რიგებში, რომელიც ევროპული კლუბების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.
ევროპული კლუბებიდან, ერთ-ერთი ინგლისური "მანჩესტერ სიტია", რომლებიც დაინტერესებულნი არიან 26 წლის თავდამსხმელით. კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტს, რომლებმაც ის ფასიც აცნობეს მას, რომელსაც აპირებენ ისინი კოლუმბიელში გადახდას. ქალაქელები ფალკაოს სანაცვლოდ "ატლეტიკოს" 50 მილიონ ევროს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ფალკაომ 25 ჩატარებულ შეხვედრაში თავი 19-ჯერ გამოიჩინა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ იგი გასული წლის ზაფხულიდან შეუერთდა მადრიდელებს.
|
ლონდონის "ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი "რომაში” გადასვლის წინააღმდეგი არაა. "რომში განხორციელებული ახალი ამერიკული პროექტის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ თუ ამ გუნდს ფერნანდოს შეძენა სურს, უპირველესად, "ჩელსის” უნდა დაუკავშირდეს. იტალიის ჩემპიონატი ძალიან ძლიერია, მაგრამ "რომასთან” ჯერ კონტაქტი არ გვქონია. ტორესს "ჩელსისთან” კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს და ბოლო დროს, გუნდში მისი მდგომარეობა გამოსწორდა. ანდრე ვილაშ-ბოაში ტორესზე აქცენტს არ აკეთებდა, მაგრამ დი მატეომ ჩემს კლიენტს ნდობა გამოუცხადა. ფერნანდომ "ბენფიკასთან” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და სალომონ კალუს საგოლე გადაცემაც გაუკეთა. რაც შეეხება ტორესის მომავალს, ყველაფერი უახლოეს თვეებში გაირკვევა” – აცხადებს ტორესის აგენტი.
|
გაზეთ The Telegraph - ის წყაროს თანახმად, საზაფხულო სატრასფერო ფანჯრის დროს ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა საკუთარი შემადგენლობა გონსალო იგუაინითა და კრისტიანო რონალდოთი გააძლიეროს. ლონდონელები მზად არიან, ამისთვის 100 მილიონი ევრო გაიღონ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "არისტოკრატების" უმთავრესი ბომბარდირი დიდიე დროგბა ამ ზაფხულს გუნდის დატოვებას აპირებს. მას კონტრაქტი ეწურება. მომავალი სეზონიდან "ლურჯებში" ვერც ფლორან მალუდასა და სალომონ კალუს ვიხილავთ. ფერნანდო ტორესს კი საშინელი სტატისტიკა აქვს.
როგორც გამოცემა ირწმუნება, რომან აბრამოვიჩის ამბიციური გეგმების რეალიზაცია იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა იგი პეპ გვარდიოლასთან შეთანხმების მიღწევას. შეგახსენებთ, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშის გაგდების შემდეგ, ლონდონელებს დროებით დი მატეო წვრთნის.
"ჩელსი" ასევე ინტერესს ავლენს "ნაპოლის" შემტევ დუეტის - ედისონ კავანისა და ლავეცის მიმართ. სამხრეთ ამერიკელების შესაძენად ისინი მზად არიან, 70 მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლონდონის "ჩელსი” მადრიდის "რეალის” შემტევების – კრიშტიანუ რონალდუსა და გონსალო იგუაინის გადაბირებას აპირებს.The Telegraph-ის ცნობით, "არისტოკრატები” პორტუგალიელისა და არგენტინელის ტრანსფერებში 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. ჯერჯერობით, შესაძლო გარიგება საწყის სტადიაშია და კლუბებს შორის საუბარი არ ყოფილა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ მწვრთნელზე, რომელიც ლონდონელებს ჩაუდგება სათავეში. "ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზაფხულში, გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს. თუკი "რეალი” რონალდუსა და იგუაინის გასხვისებას არ ისურვებს, ინგლისელები იტალიური "ნაპოლის” თავდამსხმელების – ეზეკიელ ლავესისა და ედინსონ კავანის შეძენას შეეცდებიან. ბრიტანულ პრესაში საუბრობენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ეზონში, "არისტოკრატთა” რიგებს სალომონ კალუ და ფლორან მალუდა დატოვებენ, დიდიე დროგბა და დენიელ სტარიჯი კი, გუნდში დარჩებიან.
|
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი თავისი გუნდის შეტევის ხაზის გადაწყობას აპირებს და მადრიდის "რეალის" ფორვარდების კრიშტიანო რონალდოს და გონსალო იგუაინის გადასაბირებლად მზადაა 83 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯოს.
"ჩელსიში" ალტერნატიულ ვარიანტსაც განიხილავენ - ნაპოლის" თავდამსხმელები ესეკიელ ლავეცი და ედინსონ კავანი 70 მილიონ ფუნტად.
ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება ამ კლუბებს შორის ხსენებული ტრანსფერის თაობაზე არ გამართულა. ამ პროცესში ბევრი რამ ლონდონის "ჩელსის" ახალ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.
იმასაც იტყობინებიან, რომ დენიელ სტარიჯის, დიდიე დროგბას, ფლორან მალუდას და სალომონ კალუს მომავალი "ჩელსიში" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
| |
| |
| | |
|
christmas song |
|
|
Gilocaaaavt |
|
|
New Year |
|
|
ძებნა |
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
მინი-ჩეთი |
|
|
საიტის მეგობრები |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|