საიტის მენიუ |
|
|
|
| | |
| მთავარი » 2012 » აპრილი » 05
მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთს "ჩელსი” და "ბარსელონა” დაუპირისპირდნენ, ყველას გაახსენდებოდა ამ გუნდების მიერ, ამავე ტურნირის ამავე ეტაპზე, 3 წლის წინათ გამართული სკანდალური მატჩი, რომლის გმირადაც ანდრეს ინიესტა, ხოლო ანტიგმირად – ტომ ჰენინგ ევრებე იქცა. ლონდონში გამართულ გამნეორებით შეხვედრაში, ნორვეგიელმა არბიტრმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. მართალია, მათი ნაწილი "ჩელსის” სასარგებლოდ იქნა მიღებული, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იმ თამაშში, "არისტოკრატები” უფრო დაიჩაგრნენ. გემახსოვრებათ, ევრებეს "ბარსას” კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საბაბი რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ მან ყველა შემთხვევაში თავი შეიკავა. "ჩელსისა” და "ბარსელონას” შორის გასამართი მორიგი ნახევარფინალური დაპირისპირების წინ, ჟურნალისტებმა ევრებეს მიაკითხეს და კომენტარი სთხოვეს. როგორც გაირკვა, ნორვეგიელი არბიტრი "ჩელსის” გულშემატკივრებისგან მუქარის წერილებს დღემდე ღებულობს. "მუქარი
...
კითხვის გაგრძელება »
|
სანტოსის პრეზიდენტი, ლუის ალვარო რიბეირო მისი გუნდის ფეხბურთელს, ნეიმარს ურჩევს, რომ ბრაზილიაში დარჩეს.
როგორც მოგეხსენებათ სამხრეთ-ამერიკელი ვარსკვლავით ბარსელონა და რეალი არიან დაინტერესებულნი და სავარაუდოდ ზაფხულში მის გადაბირებას ეცდებიან, თუმცა რიბეირო ნეიმარს აფრთხილებს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელს სანტოსთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და რიბეიროს სურს, რომ იგი ზუსტად ამ დრომდე შეინარჩუნოს.
"რატომ უნდა წავიდეს ნეიმარი ევროპაში ? იგი აქაც ბევრ ფულს აკეთებს, ნეიმარს უკვე იახტა აქვს ნაყიდი და მეტი რა სჭირდება ? 2 მანქანა, თუ თვითმფრინავი ?"
"ეს მისთვის არის უკეთესი, რომ დარჩეს ბრაზილიაში, რადგან ევროპაში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები არიან და კიდევ ამ კონტინენტზე ხშირად არის თოვლი, რაც ნეიმარისთვის ნამდვილად მიუჩვეველი იქნება." - აცხადებს რიბეირო.
|
"ბარსელონა” და "ჩელსი” ერთმანეთს პირველად 1966 წელს გადაეყარნენ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პრინციპულ მეტოქეებად 2000 წლიდან იქცნენ. ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში, გუნდები 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. შორეულ 1966-ში კი უეფას თასის ნახევარფინალში გადაიკვეთა მათი გზები. "ბარსამ” შინ 5:0 იმარჯვა, სტუმრად კი 0:2 წააგო, თუმცა ავტომატურად ვერ გავიდა, რადგან მაშინ ასეთი წესი იყო: თუ გუნდები მოგებებს (ან ფრეებს) გაცვლიდნენ, მესამე შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ იმ გუნდის სტადიონზე, რომელმაც უფრო დიდი ანგარიშით იმარჯვა. კატალონიელებმა გადამწყვეტ თამაშში 2:0 მოიგეს. 2000 წლიდან კი, დაიწყო და დაიწყო... უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაში, "ბარსელონამ” სამჯერ გამოთიშა "ჩელსი” და ერთხელ გავარდა. მათი ბოლო დაპირისპირება ყველას ეხსომება. 2009 წელს, ნახევარფინალში "კამპ ნოუზე” 0:0 დასრულდა, "სტემფორდ ბრიჯზე” კი მიკაელ ესიენმა მე-12 წუთზე ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში და "არისტოკრატებს” ფინალამდე აღარაფერი უკლდათ, თ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ევროტურნირებზე ყველაზე ხშირად "რეალი” და "ბაიერნი” ხვდებიან ერთმანეთს. მათი ურთიერთდაპირისპირების რაოდენობა 18 მატჩამდე ავიდა და სულ მალე 20 გახდება – გეცოდინებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაარკვევენ უძლიერესს. საინტერესოა, რომ "რეალმა” 4-ჯერ გადალახა "ბაიერნის” ბარიერი და ასევე 4-ჯერ გავარდა. ისინი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში (ან ჩემპიონთა თასზე) ხვდებოდნენ ერთად. რა თქმა უნდა, აქ არაა შეტანილი ამხანაგურების სტატისტიკა. ამ გრანდების დაპირისპირებაში მხოლოდ ორჯერ დაფიქსირებულა დიდი ანგარიში და ორივეჯერ გერმანელებმა იმარჯვეს ერთნაირი ანგარიშით – 4:1. საინტერესოა, რომ "სამეფო კლუბს” არასოდეს მოუგია მიუნხენში – მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ, დანარჩენ 8 შემთხვევაში კი დამარცხდა. 1999/2000 წლების სეზონში "ბაიერნმა” სამი თვის ინტერვალში სამჯერ სძლია მადრიდელებს, მაგრამ მაინც გავარდა. საქმე ისაა, რომ ისინი მეორე ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და ოტმარ ჰიტცფელდის შეგირდებმა შინაც იმარჯვეს და სტ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ინტერის ტექნიკური დირექტორი, მარკო ბრანკა არ გამორიცხავს იმას, რომ ინტერმა ზაფხულში მარიო ბალოტელი დაიბრუნოს. როგორც მოგეხსენებათ ბალოტელიმ ინტერი 2010 წელს დატოვა და მანჩესტერ სიტის შეუერთდა, თუმცა იტალიელ ფეხბურთელსა და რობერტო მანჩინის შორის ამ დროის მანძილზე უამრავი კონფლიქტი მოხდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მანჩინის ოფიციალურად აქვს გადაწყვეტილი ზაფხულში ბალოტელის გაშვება გუნდიდან. საბოლოოდ იტალიელი სპეციალისტი იმან გააბრაზა, რომ ბალოტელიმ ვარჯიშზე დაიგვიანა იმის გამო, რომ იგი იტალიაში წავიდა. "ბალოტელი? ახლა ინტერი მხოლოდ კალიარისთან გასამართ მატჩზე ფიქრობს. ვფიქრობ, რომ მარიოსთან ჩვენ მოლაპარაკებებს ორი თვის შემდეგ დავიწყებთ." - აცხადებს ბრანკა. შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო.
|
ლონდონის "ჩელსის” კოტ დ’ივუარელ თავდამსხმელს, სალომონ კალუს სჯერა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას” დამარცხებას მოახერხებს. "ჩვენ უკვე ნახევარფინალში ვართ და "ბარსასთან” გასამართი მატჩებისთვის მომზადების გარდა არაფერი დაგვრჩენია. ძლიერი მეტოქე შეგხვდა, მაგრამ ეს ფლეი ოფია და შანსი გვაქვს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2 წლის წინათ, ჟოზე მოურინიმ, "ინტერთან” ერთად, "ბარსელონა” დააჩოქა. რაც შეეხება კატალონიელებთან ჩვენს შეხვედრებს – ბოლო თამაშში ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. დღესაც მახსოვს ბოლო წუთებზე ინიესტას მიერ გატანილი გოლი, რომელმაც ნახევარფინალიდან გამოგვაგდო”
|
ნანახია:
667
|
დაამატა:
lamparda
|
თარიღი:
05.04.2012
|
|
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დუელში "ბენფიკას” დამარცხების შემდეგ, "ჩელსის” "ბარსელონა” ერგო მეტოქედ. ამის შესახებ კომენტარი "არისტოკრატთა” ერთ-ერთმა ლიდერმა ფრენკ ლამპარდმა გააკეთა. "რთული თამაში იყო. "ბენფიკას” კარგი, მებრძოლი გუნდი ჰყავს და ბოლო წუთებამდე იბრძოლეს კიდეც, თუმცა უძლიერესმა გაიმარჯვა. მეტოქედ "ბარსა” შეგვხვდა. რა თქმა უნდა, ეს გუნდი ლიგის ნახევარფინალში საჩუქარი ნამდვილად არავისთვის არაა, მაგრამ ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია. "ბარსა” მსოფლიოში უძლიერესი კლუბია, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. გავალთ მინდორზე და საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ”- ციტირებს ლამპარდის სიტყვებს Goal.com-ი.
| |
| |
| | |
|
christmas song |
|
|
Gilocaaaavt |
|
|
New Year |
|
|
ძებნა |
|
|
კალენდარი |
|
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
მინი-ჩეთი |
|
|
საიტის მეგობრები |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|