შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » აპრილი » 5 » “ბარსა”-ჩელსი” – სად, როდის, რა ანგარიშით
21:02
“ბარსა”-ჩელსი” – სად, როდის, რა ანგარიშით

"ბარსელონა” და "ჩელსი” ერთმანეთს პირველად 1966 წელს გადაეყარნენ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პრინციპულ მეტოქეებად 2000 წლიდან იქცნენ. ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში, გუნდები 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
შორეულ 1966-ში კი უეფას თასის ნახევარფინალში გადაიკვეთა მათი გზები. "ბარსამ” შინ 5:0 იმარჯვა, სტუმრად კი 0:2 წააგო, თუმცა ავტომატურად ვერ გავიდა, რადგან მაშინ ასეთი წესი იყო: თუ გუნდები მოგებებს (ან ფრეებს) გაცვლიდნენ, მესამე შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ იმ გუნდის სტადიონზე, რომელმაც უფრო დიდი ანგარიშით იმარჯვა. კატალონიელებმა გადამწყვეტ თამაშში 2:0 მოიგეს.
2000 წლიდან კი, დაიწყო და დაიწყო... უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაში, "ბარსელონამ” სამჯერ გამოთიშა "ჩელსი” და ერთხელ გავარდა. მათი ბოლო დაპირისპირება ყველას ეხსომება. 2009 წელს, ნახევარფინალში "კამპ ნოუზე” 0:0 დასრულდა, "სტემფორდ ბრიჯზე” კი მიკაელ ესიენმა მე-12 წუთზე ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში და "არისტოკრატებს” ფინალამდე აღარაფერი უკლდათ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში ანდრეს ინიესტას მომაკვდინებელი დარტყმა ვიხილეთ და 1:1.
ნორვეგიელ მსაჯ ტომ-ჰენინგ ოვრებოს დიდი რისხვა დაატყდა თავს. "ჩელსის” ფეხბურთელები 4 მომენტში ითხოვდნენ პენალტს, მათ შორის, ზედ საფინალო სასტვენის წინ.
1965/1966. უეფას თასი. ნახევარფინალი
ბარსელონა-ჩელსი 5:0, ჩელსი-ბარსელონა 2:0, დამატებითი მატჩი: ბარსელონა-ჩელსი 2:0.
1999/2000. ჩემპიონთა ლიგა. მეოთხედფინალი
ჩელსი-ბარსელონა 3:1 (ძოლა 30, ფლო 34,38; ფიგუ 63) , ბარსელონა-ჩელსი 5:1 (დამ.დრო) (რივალდო 24, ფიგუ 45, დანი 83, რივალდო 99 პენ, კლუივერტი 104; ფლო 60)
2004/2005. ჩემპიონთა ლიგა. მერვედფინალი
ბარსელონა-ჩელსი 2:1 (მაქსი ლოპესი 67, ეტოო 73; ბელეტი 33 საკ.კარში), ჩელსი-ბარსელონა 4:2 (გუდიონსენი 8, ლამპარდი 17, დაფი 19, ტერი 76; რონალდინიო 27 პენ, 37)
2005/2006. ჩემპიონთა ლიგა. მერვედფინალი
ჩელსი-ბარსელონა 1:2 (მოტა 59 საკ.კარში; ტერი 72 საკ.კარში, ეტოო 80) , ბარსელონა-ჩელსი 1:1 (რონალდინიო 79; ლამპარდი 90 პენ)
2006/2007. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი
ჩელსი-ბარსელონა 1:0 (დროგბა 47), ბარსელონა-ჩელსი 2:2 (დეკო 3, გუდიონსენი 58; ლამპარდი 52, დროგბა 89)
2008/2009. ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი
ბარსელონა-ჩელსი 0:0, ჩელსი-ბარსელონა 1:1 (ესიენი 12; ინიესტა 90)

სულ: "ჩელსიმ” მოიგო 4, "ბარსელონამ” 5, ფრედ დასრულდა 5. ბურთების შეფარდება 23:17 "ბარსას” სასარგებლოდ.
ვნახოთ, ამჯერად ვინ გავა ფინალში.

კატეგორია: football | ნანახია: 776 | დაამატა: lamparda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  აპრილი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    30
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz