"ეს ერთ-ერთი ეტაპია ჩემი განვითარებისთვის. როგორც ჩანს, რაღაცას ვაკლებ. თუ "დინამოს” ეშველება, დღესვე მზად ვარ დავთმო სკამი. მასზე მიწებებული არ ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ ასეთ დარცხვენილ როლში ყოფნას. მიზეზი არის ჩემში. დაველაპარაკები კლუბის პრეზიდენტს და შეიტყობთ, რა და როგორ იქნება”, – განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "დინამო” თავკაცმა გიორგი დევდარიანმა. როდესაც "მსოფლიო სპორტმა” დევდარიანს თხოვა, დაეკონკრეტებინა, იყო თუ არა ეს, განცხადება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ, ასეთი პასუხი მიიღო: "ეს გადადგომის თაობაზე განცხადება არ არის. იმ პრინციპებიდან, რომლითაც ვხელმძღვანელობ, ერთ-ერთია, რომ თავი არასოდეს ვიმართლო. ვცდილობ, თავის მართლების რეჟიმში არ ვიყო. ჩემთვის მთავარია ქართული ფეხბურთის და "დინამოს” წარმატება. თავს ძალიან შერცხვენილად და დამცირებულად ვგრძნობ. რაც ჩავიბარე ეს მემკვიდრეობა, დღე და ღამე მაქვს გასწორებული მუშაობაში, თუმცა, ამ მოცე
... კითხვის გაგრძელება »
ჰოლანდიური elfvoetbal-ი ბრიტანულ tribalfootball-ზე დაყრდნობით წერს, რომ ლონდონის "ჩელსი” გურამ კაშიათია დაინტერესებული. ქართველის ტრანსფერის შანსი იმ შემთხვევაში აიწევს, თუ ლონდონური კლუბი გარი კეჰილს ვერ გადაიბირებს.
"ჩელსის” მწვრთნელს ანდრე ვილამ-ბოაშს სურვილი აქვს ერთი ცენტრალური მცველის დამატების.
ფაქტია, რომ გურამ კაშიასადმი ასეთი გრანდის ინტერესი ცოტას არ ნიშნავს... არნემის "ვიტესის” კაპიტანი ამ სეზონს მართლაც წარმატებით ატარებს.
"ნაპოლის” 26 წლის არგენტინელი შემტევი ეზეკილ ლავესი შესაძლოა რომ მომავალ სეზონში "ლივერპულიში” ვიხილოთ.
ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტ გამომცემლობა Goal.com-ი იტყობინება.
- "ლავესი ინგლისში? ვერ დავადასტურებ, მაგრამ შანსი დიდია. სეზონის ბოლოს ის "ნაპოლის” დატოვებს. სავარაუდოდ, ეზეკილს "ვილიარეალის” ფორვარდი ჯუზეპე როსი ჩაანაცვლებს” – განაცხადა ფედერიკო პასტოლერომ.
შეგახსენებთ, რომ ლავესი "ლივერპულის” #1 სამიზნეა. არგენტინელმა ფორვარდმა ნეაპოლში 147 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინის ნაკრებში მის სახელზე 16 მატჩში 2 გოლია.
"ლილის” ინგლისელი ნახევარმცველი ჯო კოული, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს.
ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები "ლივერპულს” ეკუთვნის. ის ფრანგულ კლუბში იჯარის წესით გამოდის. "ლილიში” კოულის თამაშით კმაყოფილები არიან და მისი კონტრაქტის გამოსყიდვასაც აპირებენ, თუმცა პრობლემა შესაძლოა, ნახევარმცველის ხელფასი გახდეს – 130 ათასი ევრო კვირაში.
თუმცა 30 წლის ინგლისელისთვის ასეთი თანხის გადახდის უფლებაც პსჟ-ს შეუძლია თავს მისცეს, რადგან ის კარლო ანჩელოტისთვის სასურველ მოთამაშეთა სიაშია. 2010 წელს "ჩელსიში” მისულ ანჩელოტის ფლანგელის გუნდში შენარჩუნება სურდა, მაგრამ საბოლოოდ ჯო კოულმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
საპირველაპრილო ხუმრობა არ გეგონოთ – "ფიორენტინამ” მართლაც შეიძინა ლიონელ მესი, მაგრამ რა თქმა უნდა, არა "ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი. საუბარია წარმოშობით კამერუნელ, 17 წლის ფრანგ ფეხბურთელზე, რომელიც აქამდე საფრანგეთის რანგით მე-6 დვიზიონის გუნდ "ტულუზა ფონტეინში” თამაშობდა. 17 წლის ლიონელ მესი ნაიმსის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან საერთო სახელის გარდა არაფერი აქვს. მათი პოზიციებიც რადიკალურად განსხვავებულია – "ფიორენტინას” შენაძენი მცველია.
საფეხბურთო კლუბ "ანჟის" მფლობელიო მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს ახალი მოთამაშეების შესაძენად 300 მილიონ ევროს გამოუყოფს.
დაღესტნის გუნდის დირექტორმა რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ "ყველა ფეხბურთელს "ანჟიში" თამაში სურს". ბრაზილიელმა ასეთი სწრაფვის მიზეზიც ახსნა: "მათ ესმით, რომ ამ კლუბში დიდი ფულის შოვნა შეიძლება".
შეგახსენებთ, რომ "ანჟის" სათავეში ჰოლანდიელი გუს ჰიდინკი უდგას, რომელიც ექსპერტების მონაცემებით, მსოფლიოს ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის სიაშია. ჰიდინკი მახაჩყალაში წელიწადში 8.6 მილიონ ევროს იღებს.
ამას გარდა, მახაჩყალაში კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო გამოდის, რომლის ხელფასი არაოფიციალური ცნობებით, წელიწადში 20 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუხედავად ასეთი შესაძლებლობებისა, რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში "ანჟი" 59 ქულით მხოლოდ მეშვიდე
... კითხვის გაგრძელება »