"მანჩესტერ სიტიმ" "ანდერლეხტის" 15 წლის ფეხბურთელი მატიას ბოსერტსი გაიფორმა.
ახალგაზრდა ბელგიელმა "ქალაქელებთან" კონტრაქტი 4 წლით გააფორმა. "სიტის" ხელმძღვანელობამ შეძლო და ფეხბურთელის ოჯახი დაარწმუნა ბელგიიდან საცხოვრებლად მანჩესტერში გადასულიყვნენ.
ბოსერტსის თქმით, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მის თამაშს რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა.
ევრო-2012-ის დაწყებამდე, პორტუგალიამ საკუთარი "წინასწარმეტყველი” რვაფეხა შეიძინა. პორტუს აკვარიუმში ცნობილი "გერმანელი” მოლუსკის – პაულის ბიძაშვილმა, პაულუმ დაიდო ბინა. პაული გერმანიაში, კერძოდ კი, ობერჰაუზენში ბინადრობდა, სადაც ზუსტ საფეხბურთო პროგნოზებს აკეთებდა. "წინასწარმეტყველი” რვაფეხა 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოკვდა, თუმცა პორტუს აკვარიუმის ხელმძღვანელების განცხადებით, პაულუს არანაკლები შესაძლებლობები აქვს და ისინი პირობას დებენ, რომ პორტუგალიის ნაკრების ყოველი მატჩის წინ - ორი კარითა და გუნდების დროშებით - საჩვენებელ წინასწარმეტყველებას მოაწყობენ. პორტუგალიელები დარწმუნებულები არიან, რომ გუნდი, რომელზეც პაულუ საცეცებით მიუთითებს, გამარჯვებული გახდება. პაულის შემცვლელს მიმდინარე წლის 8 ივნისს პროგნოზის გაკეთება პირველად მოუწევს.
ლონდონი ოლიმპიადისთვის მზადებას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩასულ ტურისტებსა თუ მონაწილეებს, თამაშების მსვლელობისას დაქორწინება ეკრძალებათ. ამჟამად კი, ინგლისელები მხოლოდ მოქალაქეობის მიღების მსურველებს როდი ერჩიან. ახალი ინიციატივის თანახმად, ოლიმპიადის მსვლელობისას, ლონდონში პროსტიტუციაც აიკრძალება. ქალაქის მერია იუწყება, რომ სექს-მუშაკებს ყველა ცენტრალური და დიდი ქუჩიდან "გააქრობენ” და მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს იმ რაიონებში განათავსებენ, სადაც ოლიმპიური ცეცხლი ვერ აღწევს.
"მოახლოებულ ოლიმპიადასთან ერთად, სექს-მუშაკების აქტივობამაც იმატა”, – აღიარა ლონდონის ასამბლეის წევრმა ენდრიუ ბოფმა.
ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო მატჩში ბრწყინვალე შთაბეჭდილება "ატლეტიკის" 2-0 დამარცხების შემდეგ შეიქმნა. სავარაუდოდ კატალონიელებს "მილანთან" ვერ დაეხმარება ჩავი, რომელსაც კუნთის ტრავმა აწუხებს. როგორც ჩვეულებრივ "ბარსას" კვლავ დააკლდებიან ერიკ აბიდალი და დავიდ ვილა. პეპს უკვე მოეხსნა მარცხენა მცველის პრობლემატური პოზიცია, რადგანაც ადრიანომ უკვე მოიშუშა ტრავმა და მან "ატლეტიკის" წინააღმდეგ თამაში შეძლო. ასევე კატალონიუ
... კითხვის გაგრძელება »
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ერიკ აბიდალმა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრის წინ თავის თანაგუნდელებს "მილანთან" დაპირისპირებაში წარმატებები უსურვა და გაამხნევა ისინი. ბრაზილიელმა დანი ალვეშმა კი–ფრანგ მცველთან ერთად სურათი გადაიღო და საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე ატვირთა.
"და აი ჩვენც. დიდი მატჩისთვის ვემზადებით. ჩვენ უშიშრები ვიქნებით და სიხარულსაც მოვიტანთ." –მიუწერა ატვირთულ ფოტოს ალვეშმა.
როგორც მოგეხსენებათ, ერიკ აბიდალს კვლავ აქვს პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გასულ წელს გაკეთებული უმძიმესი ოპერაციის მიუხედავად, იგი ბოლომდე მაინც ვერ გამოკეთდა. როგორც გაირკვა, ქირურგიული ჩარევა ამჯერადაც საჭიროა და ოპერაცია უახლოეს ხანებშია დაგეგმილი.
"ეს ერთ-ერთი ეტაპია ჩემი განვითარებისთვის. როგორც ჩანს, რაღაცას ვაკლებ. თუ "დინამოს” ეშველება, დღესვე მზად ვარ დავთმო სკამი. მასზე მიწებებული არ ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ ასეთ დარცხვენილ როლში ყოფნას. მიზეზი არის ჩემში. დაველაპარაკები კლუბის პრეზიდენტს და შეიტყობთ, რა და როგორ იქნება”, – განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "დინამო” თავკაცმა გიორგი დევდარიანმა. როდესაც "მსოფლიო სპორტმა” დევდარიანს თხოვა, დაეკონკრეტებინა, იყო თუ არა ეს, განცხადება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ, ასეთი პასუხი მიიღო: "ეს გადადგომის თაობაზე განცხადება არ არის. იმ პრინციპებიდან, რომლითაც ვხელმძღვანელობ, ერთ-ერთია, რომ თავი არასოდეს ვიმართლო. ვცდილობ, თავის მართლების რეჟიმში არ ვიყო. ჩემთვის მთავარია ქართული ფეხბურთის და "დინამოს” წარმატება. თავს ძალიან შერცხვენილად და დამცირებულად ვგრძნობ. რაც ჩავიბარე ეს მემკვიდრეობა, დღე და ღამე მაქვს გასწორებული მუშაობაში, თუმცა, ამ მოცე
... კითხვის გაგრძელება »
"ნაპოლის” 26 წლის არგენტინელი შემტევი ეზეკილ ლავესი შესაძლოა რომ მომავალ სეზონში "ლივერპულიში” ვიხილოთ.
ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტ გამომცემლობა Goal.com-ი იტყობინება.
- "ლავესი ინგლისში? ვერ დავადასტურებ, მაგრამ შანსი დიდია. სეზონის ბოლოს ის "ნაპოლის” დატოვებს. სავარაუდოდ, ეზეკილს "ვილიარეალის” ფორვარდი ჯუზეპე როსი ჩაანაცვლებს” – განაცხადა ფედერიკო პასტოლერომ.
შეგახსენებთ, რომ ლავესი "ლივერპულის” #1 სამიზნეა. არგენტინელმა ფორვარდმა ნეაპოლში 147 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინის ნაკრებში მის სახელზე 16 მატჩში 2 გოლია.
შემდეგ წელს, მადრიდული აკადემია ჩინეთში გაიხსნება, რომელიც ადგილობრივ კლუბ გუანჟოუ ევერგრანდესთან ითანამშრომლებს, იუწყება China Daily.
იგეგმება 3000 ჩინელი ბავშვის აღზრდა აკადემიაში, რომელთაგანაც რამდენიმე საუკეთესო ბავშვი მადრიდელ ბავშვებს შეუერთდება. აკადემიის ხელმძღვანელი კი ფერნანდო სანჩეს ჩიპიტარია იქნება.