კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ერიკ აბიდალმა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრის წინ თავის თანაგუნდელებს "მილანთან" დაპირისპირებაში წარმატებები უსურვა და გაამხნევა ისინი. ბრაზილიელმა დანი ალვეშმა კი–ფრანგ მცველთან ერთად სურათი გადაიღო და საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე ატვირთა.
"და აი ჩვენც. დიდი მატჩისთვის ვემზადებით. ჩვენ უშიშრები ვიქნებით და სიხარულსაც მოვიტანთ." –მიუწერა ატვირთულ ფოტოს ალვეშმა.
როგორც მოგეხსენებათ, ერიკ აბიდალს კვლავ აქვს პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გასულ წელს გაკეთებული უმძიმესი ოპერაციის მიუხედავად, იგი ბოლომდე მაინც ვერ გამოკეთდა. როგორც გაირკვა, ქირურგიული ჩარევა ამჯერადაც საჭიროა და ოპერაცია უახლოეს ხანებშია დაგეგმილი.