მთავარი » 2012»აპრილი»6 » ტერი: ჩამტრვეული ნეკნებითაც არ მივატოვებ გუნდს
23:34
ტერი: ჩამტრვეული ნეკნებითაც არ მივატოვებ გუნდს
როგორც ვიცით, ბენფიკასთან მატჩში ჯონ ტერიმ ნეკნები დაიზიანა, რის შემდეგაც მას მოედნის დატოვება მოუწია. ექიმებმა ლონდონელთა კაპიტანს გამოჯამრთელებისთვის რამოდენიმე ხანი უქმობა გამოუწერეს, თუმცა როგორც გაირკვა, ტერი სულაც არ აპირებს ლაზარეთში ყოფნას და გუნდს ჩამტვრეული ნეკნებითაც კი არ მიატოვებს.
"არისტოკრატები" პრემიერლიგაში ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და მიმდინარე თვეს ჩემპიონთა ლიგის საგზურის კიდევ ორ მაძიებელთან უწევთ თამაში.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კი ლონდონელებს ბარსელონა ელის 1/2 ფინალში.
მოკლედ რომ ვთქვათ, უახლოესი 19 დღის მანძილზე ჩელსი სეზონის სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს ატარებს და ლონდონელი ქომაგის სასიხარულოდ გუნდთან ერთად კაპიტანიც იქნება თავისი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად:
"ბენფიკასთან მატჩში თავი საშინლად ვიგრძენი. ორი ნეკნი მქონდა ჩამტვრეული და სუნთქვას ძლივს ვახერხებდი. დარწმუნებული ვიყავი გუნდის წარმატებაში და მოედანი დავტოვე."
"მიმდინარე თვე საოცრად დატვირთული იქნება ჩვენთვის. სამი უპრინციპულესი მატჩის ჩატარება გველის და რა ტკივილის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, გუნდთან ერთად აუცილებლად ვიქნები. მზად ვარ ჩამტვრეული ნეკნებითაც კი ვიბრძოლო ჩელსის წარმატებისთვის."–განაცხადა "არისტოკრატების" ლეგენდამ ჟურნალისტებთან საუბარში.