როგორც აღმოჩნდა, "მანჩესტერ სიტის” ფორვარდს მარიო ბალოტელის მოკლეხნიანი ურთიერთობა ჰქონდა გოგონასთან, რომელსაც ადრე რუნის უკავშირებდნენ მაშინ, როდესაც უეინის ცოლი ორსულად იყო.
ბალოტელის კავშირი ჯენიფერ ტომპსონთან მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ვიღაცებმა გადაწყვიტეს მათი ამბავის გახმაურების საშუალებით ბალოტელი დაეშანტაჟებინათ და ამით ფული ეშოვნათ.
მისტერ რაიოლამ, რომელიც იტალიელი ფეხბურთელის წარმომადგენელია, შემდეგი რამ განაცხადა:
"მარიო ახალგაზრდა და იმპულსური ფეხბურთელია. ამიტომაც ის გაზეთებისთვის და ცნობილი "ტაბლოიდებისთვის” ადვილი სამიზნეა. ისინი მუდამ ელიან რაიმე დამაინტრიგებელი ინფორმაციის გაგებას მის შესახებ.
წინათ ვიგრძენი, რომ მარიოს თანდათან უფრო ავიწროებდნენ და ეს მიზანდასახულად მიმდინარეობდა. ვიღაცებმა გადაწყვიტეს ბალოტელისთვის ფული დაეტყუებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზეთებში აპირებდნენ ამ ამბის გამჟღავნებას.
როგორც გამოჩნდა, ერთერთმა მათგანმა წარმატებას მიაღწია და ახლა ეს ინფორმაცია გაზეთების ხელშია.
ამასთანავე გვსურს ამ ინფორმაციის დამტკიცება. ჩემი კლიენტი ამჯობინებს აღიაროს ყველაფერი, რაც კი მოხდა. მარიოს მართლაც ჰქონდა მოკლეხნიანი ურთიერთობა მისს ჯენიფერ ტომპსონთან, რომელიც ინგლისის გაზეთებში ძალიან ცნობილი ფიგურაა. იგი სულ ცოტა ხნის წინ დაკავშირებული იყო პრემიერ–ლიგის კიდევ ერთ ვარსკლავთან უეინ რუნისთან.”