სანტოსის პრეზიდენტი, ლუის ალვარო რიბეირო მისი გუნდის ფეხბურთელს, ნეიმარს ურჩევს, რომ ბრაზილიაში დარჩეს.
როგორც მოგეხსენებათ სამხრეთ-ამერიკელი ვარსკვლავით ბარსელონა და რეალი არიან დაინტერესებულნი და სავარაუდოდ ზაფხულში მის გადაბირებას ეცდებიან, თუმცა რიბეირო ნეიმარს აფრთხილებს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელს სანტოსთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და რიბეიროს სურს, რომ იგი ზუსტად ამ დრომდე შეინარჩუნოს.
"რატომ უნდა წავიდეს ნეიმარი ევროპაში ? იგი აქაც ბევრ ფულს აკეთებს, ნეიმარს უკვე იახტა აქვს ნაყიდი და მეტი რა სჭირდება ? 2 მანქანა, თუ თვითმფრინავი ?"
"ეს მისთვის არის უკეთესი, რომ დარჩეს ბრაზილიაში, რადგან ევროპაში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები არიან და კიდევ ამ კონტინენტზე ხშირად არის თოვლი, რაც ნეიმარისთვის ნამდვილად მიუჩვეველი იქნება." - აცხადებს რიბეირო.
|