საპირველაპრილო ხუმრობა არ გეგონოთ – "ფიორენტინამ” მართლაც შეიძინა ლიონელ მესი, მაგრამ რა თქმა უნდა, არა "ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი. საუბარია წარმოშობით კამერუნელ, 17 წლის ფრანგ ფეხბურთელზე, რომელიც აქამდე საფრანგეთის რანგით მე-6 დვიზიონის გუნდ "ტულუზა ფონტეინში” თამაშობდა. 17 წლის ლიონელ მესი ნაიმსის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან საერთო სახელის გარდა არაფერი აქვს. მათი პოზიციებიც რადიკალურად განსხვავებულია – "ფიორენტინას” შენაძენი მცველია.