"ლილის” ინგლისელი ნახევარმცველი ჯო კოული, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს.
ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები "ლივერპულს” ეკუთვნის. ის ფრანგულ კლუბში იჯარის წესით გამოდის. "ლილიში” კოულის თამაშით კმაყოფილები არიან და მისი კონტრაქტის გამოსყიდვასაც აპირებენ, თუმცა პრობლემა შესაძლოა, ნახევარმცველის ხელფასი გახდეს – 130 ათასი ევრო კვირაში.
თუმცა 30 წლის ინგლისელისთვის ასეთი თანხის გადახდის უფლებაც პსჟ-ს შეუძლია თავს მისცეს, რადგან ის კარლო ანჩელოტისთვის სასურველ მოთამაშეთა სიაშია. 2010 წელს "ჩელსიში” მისულ ანჩელოტის ფლანგელის გუნდში შენარჩუნება სურდა, მაგრამ საბოლოოდ ჯო კოულმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა.