"მილანის” ჰოლანდიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა მარკ ვან ბომელმა დიდი შანსია, კარიერა სამშობლოში გააგრძელოს. Eindhovens Dagblad-ის ცნობით, პსვ-მ ფეხბურთელს კონტრაქტი უკვე შესთავაზა და ახლა ბოლო სიტყვა ვან ბომელზეა. 34 წლის ფეხბურთელს "მილანთან” კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და სავარაუდოდ, მხარეები ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებენ. ვან ბომელი პსვ-ში 1999-2005 წლებში გამოდიოდა და 229 მატჩში 54 გოლი გაიტანა.