ცრუ განგაში. ხერარდ პიკეს ტრავმა არასერიოზულია და 25 წლის ფეხბურთელი შაბათს, ”სარაგოსასთან” მატჩისთვის სათამაშოდ მზად იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსელონას” გულშემატკივრები ცუდი ინფორმაციის მოლოდინში იყვნენ კლუბის განცხადებამ ეს ეჭვები გაფანტა. სამედიცინო დასკვნაში მოხსენებულია, რომ პიკეს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი გადაეღალა. პიკეს დაბრუნება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის შეძლებს ესპანელი თანაგუნდელბთან ერთად ვარჯიშის განახლებას.
”ბარსელონა” მომდევნო შეხვედრას ”სარაგოსასთან” გამართავს. ”ლა რომარედაზე” შეხვედრა შაბათს, ესპანური დროით 20 საათზე დაიწყება, მატჩის არბიტრი კი ტურიენსო ალვარესი იქნება.