ლონდონი ოლიმპიადისთვის მზადებას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩასულ ტურისტებსა თუ მონაწილეებს, თამაშების მსვლელობისას დაქორწინება ეკრძალებათ. ამჟამად კი, ინგლისელები მხოლოდ მოქალაქეობის მიღების მსურველებს როდი ერჩიან. ახალი ინიციატივის თანახმად, ოლიმპიადის მსვლელობისას, ლონდონში პროსტიტუციაც აიკრძალება. ქალაქის მერია იუწყება, რომ სექს-მუშაკებს ყველა ცენტრალური და დიდი ქუჩიდან "გააქრობენ” და მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს იმ რაიონებში განათავსებენ, სადაც ოლიმპიური ცეცხლი ვერ აღწევს.
"მოახლოებულ ოლიმპიადასთან ერთად, სექს-მუშაკების აქტივობამაც იმატა”, – აღიარა ლონდონის ასამბლეის წევრმა ენდრიუ ბოფმა.
|